მამარდაშვილი კონკურენტის გარეშე რჩება - სილესენს თამაში სჭირდება

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" რიგებში მშვენივრად გამოიყურება და მომავალ ზაფხულს იასპერ სილესენის გუნდიდან წასვლის საკითხი ისევ გააქტიურდა. fcupdate-ის თანახმად, ნიდერლანდელი მეკარე სამშობლოში დაბრუნდება და პსვ-ის რიგებში ჩაირიცხება. 32 წლის ფეხბურთელი ადრე "აიაქსში" გამოდიოდა.

როგორც წყარო წერს, ხელშეკრულების ხელისშემშლელი ფაქტორი შესაძლოა, იასპერის სახელფასო მოთხოვნები იყოს, თუმცა სილესენს კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა სურს, რაც "ღამურების" სათადარიგოთა სკამზე ყოფნით გაუჭირდება.

პსვ-ის ძირითადი კიპერი ჯოელ დრომელია, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და გუნდის კარს შვეიცარიელი ივონ მვოგო იცავს.

alt"მამარდაშვილი დიდებული იყო" - ბორდალასი

altMarca: რომ არა გასაოცარი

მამარდაშვილი, "ვალენსიას" დაუმარცხებელი სერია დასრულდებოდა

altმამარდაშვილის მორიგი კარგი მატჩი და ხელიდან გაშვებული გამარჯვება მადრიდში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული