"ჩვენ ამ ფეხბურთელს უკვე გარკვეული პერიოდია ვაკვირდებით და მის შესაძენად ყველაფერს გავაკეთებთ. ამისათვის დრო გვჭირდება, რათა ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია ბაზარზე. ხვიჩა ჩვენს სიაში ერთ-ერთი პირველია. მას "ნაპოლიში" თამაშისთვის ყველა შესაბამისი პარამეტრი გააჩნია - როგორც ტექნიკური, ასევე მენტალური. ეს აგრეთვე საკითხის ეკონომიკურ მხარეს ეხება. საინტერესო მოთამაშეა და მის შეძენას შევეცდებით", - განუცხადა ჯუნტოლიმ
Radio Kiss Kiss Napoli-ს.
იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხვიჩას ტრანსფერი "ნაპოლის" 8.5-10 მილიონი ევრო დაუჯდება.
ზოგი თრანსლეითშიც თარგმნის და ქართულას უწერს.
სასიამოვნოა ეს ყველაფერი ❤
ზაფხულში გადავა ნაპოლიში, მოგვარებულია ყველაფერი თითქმის. თქვენ გგონიათ უკვე ნაპოლიში უნდა თამაშობდეს? სანამ არ გაიხსენება სატრანსფერი ფანჯარა და ხელი არ მოეწერება კონტრაქტს მანამდე როგორ გადავა? მანამდე ბათუმში ითამაშებს.
ეროვნულ ლიგაში. ანუ ჩვენს ჩემპიონატში, გაგრის, ქუთაისის ტორპედოს და დხვა ე. ლიგის გუნდების წინააღმდეგ.
პირველი კლასელის ენაზე უნდა ახსნა რომ გაიგოს ამ ხალხმა.
სამედიცინო შემოწმება გაიარა თუ არა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. 99% ით ტრანსფერი შემდგარია და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა და არ მოვკალით ან არ დავლეწეთ ეროვნულ ლიგაში, ჩვეულებრივად შეუერთდება ნაპოლის ზაფხულზე.
იმედია გასაგებად ავხსენი.
Winter არა ძმაო აშკარად მტრები გყავს
ის თქვა რაც უნდა ეთქვა.
99 პროცენტით ნაპოლის ფეხბურთელია ხვიჩა.
სამედიცინო შემოწმება ნამდვილად გაიარა ბათუმთან შეერთებამდე.