"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კლუბის პრობლემებზე "იუთუბის" არხზე ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან ისაუბრა. მან თქვა, რომ გუნდი ლეგიონერებმა დატოვეს და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ელიან თანხას.
"მე იმედი მაქვს, რომ მისგან რაღაცას მივიღებთ. ხვიჩასთან დაკავშირებით სიტუაცია რაღაცნაირად კიდევ გასაგებია. ეს ჩვენთვის გასაგები ადამიანია. ჩვენთვის გასაგები აგენტია".
კვარაცხელიამ "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, ზაფხულში კი მის "ნაპოლიში" ტრანსფერს ველით.