საიმანოვი: იმედი მაქვს, ხვიჩას ტრანსფერიდან რაღაცას მივიღებთ

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კლუბის პრობლემებზე "იუთუბის" არხზე ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან ისაუბრა. მან თქვა, რომ გუნდი ლეგიონერებმა დატოვეს და მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ელიან თანხას.

"მე იმედი მაქვს, რომ მისგან რაღაცას მივიღებთ. ხვიჩასთან დაკავშირებით სიტუაცია რაღაცნაირად კიდევ გასაგებია. ეს ჩვენთვის გასაგები ადამიანია. ჩვენთვის გასაგები აგენტია".

კვარაცხელიამ "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, ზაფხულში კი მის "ნაპოლიში" ტრანსფერს ველით.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თუკი ამ ტრანსფერიდან ფულს მაინც მიიღებს რუსული მხარე, ეს იქნება მათთვის სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარება და ძალიან ცუდი საქციელი ბათუმის მხრიდან. ჩემთვის პირადად, ძალიან მიუღებელი. მინდა დავიჯერო, რომ ეს ასე არ იქნება. გასაჭირში მყოფი მეგობრის ღალატი სამარცხვინო საქციელია.
უხერხულია
23:14 15-04-2022
9
რაღაც კარგი სუნი არ უდის ამ საქმეს, რაღაცას ხლართავენ, ვერავის ვერაფერს ვერ გამოაპარებთ დღეს. მაფიოზობით ნუ დაღუპავთ ამ ნათელ წერტილს!
rigiti
23:33 15-04-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული