მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც პრიმერაზე მე-15 შეხვედრა ჩაატარა, შეცდომა არ დაუშვია, პირველი გოლი პენალტიდან გაუშვა და ავილას დარტყმული ბურთის მოგერიებასთანაც ახლოს იყო. მეორე გოლისას კი ბუდიმირმა ქართველი მოძრაობაზე დაიჭირა და თავით გაუტანა. შემდეგ სოლერმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-11 გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბორდალასის გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო და დამარცხდა.
„ვალენსია“ 42 ქულით მეათე ადგილზეა და 19 აპრილს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 აპრილს თასის ფინალში „ბეტისს“ შეხვდება.
ვალენსია. „მესტალია“. 30 148 მაყურებელი
ვალენსია - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 ავილა (50, პენ), 0:2 ბუდიმირი (70), 1:2 სოლერი (83, პენ)
გიო, ჩვენი იმედი და მომავალი ხარ. წარმატებები!