მამარდაშვილის მე-15 მატჩი პრიმერაზე და "ვალენსიას" საშინაო მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 32-ე ტურში „ვალენსიამ“ სახლში „ოსასუნასთან“ მარცხი განიცადა (1:2), 20 თებერვლის შემდეგ პირველად წააგო და შეწყდა მისი დაუმარცხებელი 7-მატჩიანი სერია.

მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც პრიმერაზე მე-15 შეხვედრა ჩაატარა, შეცდომა არ დაუშვია, პირველი გოლი პენალტიდან გაუშვა და ავილას დარტყმული ბურთის მოგერიებასთანაც ახლოს იყო. მეორე გოლისას კი ბუდიმირმა ქართველი მოძრაობაზე დაიჭირა და თავით გაუტანა. შემდეგ სოლერმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა. მან მიმდინარე ტურნირზე მე-11 გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ბორდალასის გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო და დამარცხდა.

„ვალენსია“ 42 ქულით მეათე
ადგილზეა და 19 აპრილს გასვლაზე „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება, ხოლო 23 აპრილს თასის ფინალში „ბეტისს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“. 30 148 მაყურებელი
ვალენსია - ოსასუნა 1:2
გოლები: 0:1 ავილა (50, პენ), 0:2 ბუდიმირი (70), 1:2 სოლერი (83, პენ)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩემ კომენტარამდე 18 კომენტარია და მხოლოდ ერთმა იდიოტმა დაწერა სულელური კომენტარი და აქ რა ამბავი ასტეხეთ? თითქოს ვინმეს არ უხაროდეს მამარდაშვილის წარმატება. ეხლა ერთი ორი ბოღმა ყოველთვის მოინახება.
დავით 67
19:33 17-04-2022
1
მტერი უნდა იყო ან ძალიან სულმადაბალი კაცუნა, რომ ასე ჩაუსაფრდე. რა კომენტარებია გადაირევი კაცი. გოლგაუშვებელი მეკარე არ არსებობს დედამოწის ზურგზე და ახლა ყოველ გაშვებულ გოლზე ას უნდა იყოთ ჩასაფრებული? ორიდან არც ერთი გოლი მის სავალალო შეცდომას არ მიეწერება. გიორგი მშვენივრად გამოიყურება, რაც სილესენმა ტრამვა მიიღო მან შესამჩბევათ მოუმატა. წარმატება მამარდას!
G.LA
15:14 17-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული