ჩაკვეტაძის 12+ წუთი და "ჰამბურგის" გამარჯვება

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „კარლსრუეს“ 3:0 სძლია, რომელიც მცველ გორდონის გაძევების გამო 30-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

HSV-ს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ჩემპიონატზე 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„ჰამბურგი“ ამ მომენტისთვის 48 ქულით მეექვსე ადგილზეა და 19 აპრილს თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 აპრილს ჩემპიონატზე გასვლაზე „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდება.

ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, "ჰამბურგი" მესამე პოზიციაზე მყოფ "ვერდერს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში გადასვლის მინიმალური შანსი
გააჩნია.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი". 24 892 მაყურებელი

ჰამბურგი - კარლსრუე 3:0
გოლები: 1:0 გლატცელი (23), 2:0 ვუშკოვიჩი (32), 3:0 ვაგნომანი (68)
გაძევება: გორდონი (30, კარლსრუე)

მკითხველის კომენტარები / 7 /
აიყვანოს ფიზ მწვრთნელი ფიზიკა უნდა გაამჯობესოს
beqa
17 აპრილი 2022 13:14
1
დრიბლინგს ეხლა იშვიათად, უმეტესად კონტრშეტევისას იყენებენ. ითვლება, რომ დრიბლინგი ტემპს აგდებს. ჩემი აზრით, როცა ჩაკვე ძირითადის მოთამაშე გახდება, მაშინ მიეცემა მეტი რისკის გაწევის უფლება.
მოკლედ
17 აპრილი 2022 10:43
2
როდისღა ?დამთავრდა ჩემპიონატი!სამწუხაროდ ვერ შესძლო ფორმის აღდგენა და მეეჭვება, მისი დატოვება მოინდომონ.ამ ზაფხულს ძალიან უნდა მოინდომოს,გადალახოს საკუთარი თავიც და ჩვენი შიშიც.თუ შემოდგომაზეც ვერ ათამაშდა,არა მგონია ევროპაში მისი ყიდვა ვინმემ მოინდომოს.ძალიან,ძალიან ვწუხვარ,მაგრამ ვფიქრობ,ასე მოხდება.მიდი რა,გიო!ვიცით რომ შეგიძლია,მაგრამ შენც უნდა დაამტკიცო,რომ შეგიძლია.
სოსო
17 აპრილი 2022 14:25
0
საქართველოში რას ასწავლიენ ისეთს რო 1 ტაიმის მოთამაშეებად ყალიბდებიან
შოკირებული გულშემატკივარი
17 აპრილი 2022 10:07
6
ტრავმამდე ჩაკვეტაძის მთავარი პლუსი მაღალ სისწრაფეებზე თამაში იყო, როდესაც შეეძლო დრიბლინგით დიდი დისტანცია გადაელახა საკმაოდ მოკლე დროში. რამდენიმე თამაშს ვუყურე მისას ჰამბურგში და ჩანდა, რომ ეს თვისება აკლდა. ეს წელი, მაინც გარდამავალ სეზონად უნდა ჩავუთვალოთ, პირველი სრულ მასშტაბიანი სეზონი იყო ტრავმის გარეშე და ბუნებრივია ბევრი სირთულეები ახლავს თან. წესით, ახალ სეზონში უნდა მოუმატოს.
პელიდი
17 აპრილი 2022 08:59
0
სამწუხაროდ მე ვერ ვამჩნევ იმას რომ გიორგის თამაშის ხარისხი ჰამბურგში გაუმჯობესდა ან ფორმაში შევიდა ამხანაგურების ჩავთლით სულ 14 მატჩი ითამაშა ჰამბურგში და მხოლოდ ერთი მატჩი გაატარა მოედანზე 90 წუთი დანარჩენი სულ შეცვლაზე ყველა თამაში ვნახე და სულ 3-4 დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა სულ მე მეტი ვერაფერი დავინახე მის თამაშში ჯერ ჯერობით სულ ერთი გოლი გაიტანა ეგეც მეკარის შეცდომის დამსახურებით მეტი არაფერი გაუკეთებია ჩემი აზრით ასეთი თამაშით რასაც ახლა თამაშობს ჩაკვეტაძე მას არც ჰამბურგში და არც გენტში არავინ დატოვებს და მოუწევს საქართველოს ჩემპიონატში ან უკეთს ვარიანტში სადმე კვიპროსში ან ყაზახეთში წასვლაა მე 2 ბუნდესლიგას თუ ვერ თამაშობ და გიჭირს ძირითადში მოხვედრა და 14 მატჩში სულ 1 თამაში გათამაშებენ 90 წუთს ესეიგი შენი ადგილი ევროპაში არ არის მე ბუნდესლიგის გუნდში 20-30 წუთი თამაშია შენი მაქსიმუმი რა ტოპ ლიგა და რა მაღალი კლასის ჩემპიონატზეა საუბარი.
გიო
17 აპრილი 2022 01:31
8
თავიდან კარგად ეზრდებოდა დრო, მერე ძირითადშიც მოხვდა და ახლა ისევ უკან წავიდა საქმე და იმედია მისი ბრალი არაა, სანაკრებო პაუზამ ცუდად იმოქმედა, წესით მაგის გამო არ გამოიძახეს აქ.
მ.მ
17 აპრილი 2022 01:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული