HSV-ს ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ჩემპიონატზე 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
„ჰამბურგი“ ამ მომენტისთვის 48 ქულით მეექვსე ადგილზეა და 19 აპრილს თასის ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს, ხოლო 23 აპრილს ჩემპიონატზე გასვლაზე „რეგენსბურგს“ დაუპირისპირდება.
ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, "ჰამბურგი" მესამე პოზიციაზე მყოფ "ვერდერს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში გადასვლის მინიმალური შანსი
გააჩნია.
ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი". 24 892 მაყურებელი
ჰამბურგი - კარლსრუე 3:0
გოლები: 1:0 გლატცელი (23), 2:0 ვუშკოვიჩი (32), 3:0 ვაგნომანი (68)
გაძევება: გორდონი (30, კარლსრუე)