დრამა ფინალში - მამარდაშვილის ჩინებული თამაში და "ვალენსიას" მარცხი პენალტების სერიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, თავისი გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე რომ მივიდა, მისი დიდი დამსახურებაა.

მატჩის მოვლენები ასე განვითარდა: მე-11 წუთზე „ბეტისი“ იგლესიასმა დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი თავურით ახლო მანძილიდან დალაშქრა. 27-ე წუთზე სევილიელებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - დიახაბიმ მეკარეს უკან ცუდად დაუგორა ბურთი და ქართველმა იგლესიასს მეორე გოლის გატანა არ დაანება. 30-ე წუთზე კი სწრაფი კონტრშეტევისას დურო ბრავოსთან პირისპირ მორიბამ გაიყვანა და მან
ანგარიში გაათანაბრა. 43-ე წუთზე კანალესის დარტყმული ბურთი პაულისტას მოხვდა, „ღამურები“ ძელმა გადაარჩინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი „ვალენსიამ“ აქტიურად დაიწყო, შანსები დურომ და მორიბამ ვერ გამოიყენეს. შემდეგ ინიციტივას „ბეტისი“ დაეუფლა - გიორგიმ ხუანმის ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია და თავისი გუნდი ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა. 78-ე წუთზე ხუანმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 83-ეზე ქართველმა ფეხით ფეკირის დარტყმული მოიგერია, ხოლო 90-ეზე იგლესიასს არ გაატანინა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "ბეტისმა" 5:4 იმარჯვა და მესამედ დაეუფლა თასს.

სევილია. „ოლიმპიკო“. 53 387 მაყურებელი
ბეტისი - სევილია 1:1 (პენ 5:4)
გოლები: 1:0 იგლესიასი (11), 1:1 დურო (30)

მკითხველის კომენტარები / 18 /
გუშინ გიორგი მართლაც საუკეთესო იყო ორივე გუნდში. მინიმუმ 2 "მკვდარი "ბრურთი აიღო... წარმატებები გიო!!!!
გორელი
24 აპრილი 2022 10:50
1
არადა რა ბურთები აიღო. არაუშავს პენალტებს დაამუღამებს. ძაან მაგარი მეკარე ხარ და შემდეგი კანისარესი გამოხვალ.
ლომი
24 აპრილი 2022 09:32
0
უეჭველი ბოლო პენალტზეც ფიქრობდა რომ მარჯვნივ გადამხტარიყო, მაგრამ გაიამ რაღაცა უთხრა აშკარად დარტყმის წინ
მამუკა
24 აპრილი 2022 06:30
0
ეჰ, მიუხედავად მამარდაშვილის კარგი თამაშისა ძალიან გულდასაწყვეტი მატჩი, არადა როგორ ვქომაგობდი.
ენთაზი
24 აპრილი 2022 03:27
2
აბა, ძაან გატეხა, ერთი მაინც რო აეღო პირადად მისი მოგებული იქნებოდა(
გიორგი
24 აპრილი 2022 13:00
0
ქრისტე აღსდგა, გილოცავთ მთელ საქართველოს. წარმატებები გიორგის ძალიან ახლოს იყო ტიტულთან, ხო კარგად ითამაშა მაგრამ ერთი პენალტი რო მოეგერიებინა ნამდვილად მატჩის გმირი იქნებოდა.
ენთაზი
24 აპრილი 2022 03:15
2
ქრისტე აღდგა!... მრავალს დაესწარით ყველა. ძალიან მინდოდა პირველი ტიტული მოეგო მაგრამ არაუშავს გიორგი,მთავარია ყურები არ ჩამოყარო და სულ შრომაში იყო.შედეგი აუცილებლად იქნება,წინ არის ყველაფერი.
გეგი
24 აპრილი 2022 03:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული