დრამა ფინალში - მამარდაშვილის ჩინებული თამაში და "ვალენსიას" მარცხი პენალტების სერიაში [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში „ვალენსია“ „ბეტისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, თავისი გუნდი რამდენიმეჯერ გადაარჩინა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე რომ მივიდა, მისი დიდი დამსახურებაა.

მატჩის მოვლენები ასე განვითარდა: მე-11 წუთზე „ბეტისი“ იგლესიასმა დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი თავურით ახლო მანძილიდან დალაშქრა. 27-ე წუთზე სევილიელებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ - დიახაბიმ მეკარეს უკან ცუდად დაუგორა ბურთი და ქართველმა იგლესიასს მეორე გოლის გატანა არ დაანება. 30-ე წუთზე კი სწრაფი კონტრშეტევისას დურო ბრავოსთან პირისპირ მორიბამ გაიყვანა და მან
ანგარიში გაათანაბრა. 43-ე წუთზე კანალესის დარტყმული ბურთი პაულისტას მოხვდა, „ღამურები“ ძელმა გადაარჩინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი „ვალენსიამ“ აქტიურად დაიწყო, შანსები დურომ და მორიბამ ვერ გამოიყენეს. შემდეგ ინიციტივას „ბეტისი“ დაეუფლა - გიორგიმ ხუანმის ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია და თავისი გუნდი ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა. 78-ე წუთზე ხუანმის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. 83-ეზე ქართველმა ფეხით ფეკირის დარტყმული მოიგერია, ხოლო 90-ეზე იგლესიასს არ გაატანინა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი "ბეტისმა" 5:4 იმარჯვა და მესამედ დაეუფლა თასს.

სევილია. „ოლიმპიკო“. 53 387 მაყურებელი
ბეტისი - სევილია 1:1 (პენ 5:4)
გოლები: 1:0 იგლესიასი (11), 1:1 დურო (30)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთის გარდა ვერცერთი პენალტის მიმართულება ვერ გამოიცნო! თუმცა ეს მის თამაშს ვერ აკნინებს!!!
გიორგი
24 აპრილი 2022 12:05
0
გიორგიმ მაღალ დონეზე თამაშის კარგი გამოცდილება მიიღო. მომავალში წინასწარ ნუ გადახტება და ხუთიდან ერთს მაინც მოიგერიებს ან უფრო მეტსაც.
ქ. გ.
24 აპრილი 2022 18:12
1
გავაკეთე კომენტარი და არ გამოაქვეყნეთ! რა არ მოგეწონათ!!!!
გიორგი
24 აპრილი 2022 17:25
1
წვერი გაპარსული რომ ქონოდა ერთ პენალტს მაინც აიღებდა.იმედი ვიქონიოთ რომ მომავალში გაიპარსავს.
kote
24 აპრილი 2022 11:47
28
უეჭველი ბოლო პენალტზეც ფიქრობდა რომ მარჯვნივ გადამხტარიყო, მაგრამ გაიამ რაღაცა უთხრა აშკარად დარტყმის წინ
მამუკა
24 აპრილი 2022 06:30
0
კარგი იყო გიორგი, რაც მთავარია თამაშში იყო დიდებული და რამდენიმეჯერ იხნა გუნდი. პენალტი კი ამბობენ 99% გოლიაო და აქ მეკარეს ვერ გაამტყუნებ.
ჟორა გაბრიჭიძე
25 აპრილი 2022 16:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული