ტრავმის მორჩენის შემდეგ "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ დაშავდა.
"რაპიდთან" ბუნდესლიგის 28-ე ტურის გასვლით მატჩში (1:1) კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 4 წუთში შეცვალეს.
"კურიერი" იტყობინება, რომ კიტეიშვილს ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. თავად ოთარი იმედს გამოთქვამს, რომ ტრავმა სერიოზული არაა.
გრაცული გუნდი 31 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "რაპიდს" 8 ქულით უსწრებს, მაგრამ მწვრთნელი კრისტიან ილზნერი ამბობს, რომ 3 საკვანძო ფეხბურთელი - კიტეიშვილი, ჯონ სტანკოვიჩი და ანდერსონ ნიანგბო, ტრავმირებულია, შეიძლება ამ სეზონში ვეღარ ითამაშონ და დარჩენილი
4 შეხვედრა ფინალივით იქნება.