კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - ითამაშებს ამ სეზონში?

AutoSharing Option
ტრავმის მორჩენის შემდეგ "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თამაში დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ დაშავდა.

"რაპიდთან" ბუნდესლიგის 28-ე ტურის გასვლით მატჩში (1:1) კიტეიშვილი 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 4 წუთში შეცვალეს.

"კურიერი" იტყობინება, რომ კიტეიშვილს ძველი ტრავმის რეციდივი აქვს. თავად ოთარი იმედს გამოთქვამს, რომ ტრავმა სერიოზული არაა.

გრაცული გუნდი 31 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "რაპიდს" 8 ქულით უსწრებს, მაგრამ მწვრთნელი კრისტიან ილზნერი ამბობს, რომ 3 საკვანძო ფეხბურთელი - კიტეიშვილი, ჯონ სტანკოვიჩი და ანდერსონ ნიანგბო, ტრავმირებულია, შეიძლება ამ სეზონში ვეღარ ითამაშონ და დარჩენილი
4 შეხვედრა ფინალივით იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უბედურებაა ჯერ ყენიას მჭედლიძეს და ჩაკვეტაძეს დაუნგრია რონიკულმა ტრავმებმა კარიერა და ეხლა კიტესაც იგევე მოელის ?? @@
zura222
26 აპრილი 2022 01:05
0
გატანჯა კიტე ტრამვებმა არადა ნაკრებს როგორ ჭირდება ცენტრში ფუტკარივით მუშა და ტექნიკური ფეხბურთელი, ჩაკვე კიდევ როგორც სხვა სპორტულ საიტზე ეწერა ჰამბურგის აღარ უნდაო და მოედნის ცენტრში ფეხბურთელი რომელიც პასებს გაანაწილებს ნაკრებს არ ჰყავს არადა ფლანგებზე გამქცევები კი გვყავს.
zaza
25 აპრილი 2022 21:53
0
მესხის თამაშს ვინც მოესწრო, წაქცეული გახსოვთ? მეტრეველს ხშირად ეუხეშებოდნენ, წაიკოტრიალებდა და ადგებოდა, რა ტრამვა, რაის თამაშის გამოტოვება. რატომ მესს, რონალდუს არა აქვთ ტრამვები? იმიტომ რომ სხვა ფიზიკაა, სულ ესაა. ანანიძეს, ჩაკვეტაძეს, კიტეიშვილს ეს ფიზიკა არა აქვთ, ამიტომ სამწუხაროდ მათ იმედად ყოფნა არ შეიძლება.
ამო
25 აპრილი 2022 21:40
1
გუცაევი ხანდახან მოედანს გასისხლიანებული ფეხებით ტოვენდა მაგრამ შემდეგ თამაშს ისე თამაშობდა ვითომც არაფერიო მომხდარაო ! 1990-2000იაქნი წლების ბავშვებს რაღაცა აკლდათ რაღაცა პროდუქტი ან ვიტამინები რომლებიც ძვლებს ამაგრებდა !
zura222
26 აპრილი 2022 01:09
0
ამის თაMაში არც გვინახია
ელგუჯა
25 აპრილი 2022 19:12
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული