წიტაიშვილმა პოლონეთის ჩემპიონატში ისევ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასაში კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც უკრაინაში ომის გამო კრაკოვის "ვისლაში" გადავიდა.

წიტაიშვილის გუნდი 30-ე ტურში საკუთარ მოედანზე 3:4 დამარცხდა პლოცკის "ვისლასთან". გიორგის პასით 71-ე წუთზე ზდენეკ ონდრაშეკმა ანგარიში გაათანაბრა (3:3), მაგრამ მეტოქემ 90+11-ე წუთზე პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. გიორგი 83-ე წუთზე შეცვალეს.

გიომ ჩემპიონატის 3 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ტურის სიმბოლურშიც დაასახელეს.

"ვისლა" 29 ქულით მე-16 ადგილზე დარჩა, ექსტრაკლასაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 1-ელ მაისს ოთარ კაკაბაძის "კრაკოვიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წიტაიშვილი და მამუჩა უნივერსალი ფეხბურთელებია და მათი ნაკრებში ყოფნა დიდი ძალაა..
ვფიქრობ ალთუნაშვილი კანკავას ყოფილ პოზიციას ნაკრებში იდიალურად ერგება..
წარმატებები წიტაიშვილს გულიანი ქართველია!!
შავი კაცი
18:34 26-04-2022
0
მე მგონი წიტას ცენტრში თამაშიც შეუძლია, კიტეს მაგივრად.
ლევან მაღლაკელიძე
10:42 26-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული