მატჩის დღე! ქეცბაია და ლორია თასის ფინალთან ახლოს

AutoSharing Option
დღეს, 26 აპრილს, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი", სადაც მეკარე გიორგი ლორია გამოდის, უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს - კვიპროსის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ომონიას" დაუხვდება.

მოგეხსენებათ, მეოთხედფინალში ფამაგუსტელებმა დრამატულ ორთაბრძოლაში ოქრიაშვილის, ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელს" აჯობეს. ქართველი სპეციალისტის გუნდისგან ისევ ბოლომდე ბრძოლას ველით.

მეორე ნახევარფინალში ლარნაკის "აეკი" "ახნასს" უპირისპირდება და თუკი ქეცბაიამ და ლორიამ გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვეს, იქ ფავორიტის რანგში იქნებიან.

მოქმედი ჩემპიონი "ომონია" იმდენად ცუდ ფორმაშია, საჩემპიონო ექვსეულში შესვლაც ვერ მოახერხა და წარმატების მისაღწევად მხოლოდ თასის გათამაშება დარჩა. რაც შეეხება "ანორთოსისს"
- ფამაგუსტელები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებენ - მეორეადგილოსან "აპოელს" 6 ქულით ჩამორჩებიან.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altაქტიური ოქრიაშვილის გაზრდილი საჩემპიონო შანსი - ქეცბაიას დიდი როლი

alt"ქეცბაიასთვის ბუმერანგივით იქცევა" - კვიპროსული კრიტიკა

altქეცბაია: გუნდურობა გვაკლია, ზოგიერთს გმირობა სურს

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ქეც ჯიგარო წინ წინ
kaka
12:44 26-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული