დაუჯერებელი ისტორია - მეორე გუნდისთვის შეძენილი მამარდაშვილი "ვალენსიას" მთავარი კიპერია

AutoSharing Option
როცა "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილი გადაიბირა, მეორე გუნდის მეკარედ მიიჩნევდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეიძინეს ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი კიპერი გახდა.

მამარდაშვილს დასაწყისში ბედმა გაუღიმა - გუნდის ორი მეკარე ტრავმირებული იყო. თუმცა, მთავარია ისაა, რომ მთავარ მწვრთნელ ბორდალასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და მანაც "ხეტაფესთან" "მამარდა" სასტარტოში უყოყმანოდ დააყენა.

პირველივე მატჩში ახალბედა მეკარე მშვენიერი იყო, 4 კარგი სეივი ჰქონდა და ტურის კიპერადაც დასახელდა.

სილესენი მომჯობინდა, თუმცა მაინც მამარდაშვილი თამაშობდა. მალევე 20 წლის გიორგის სანაკრებო დებიუტი (ბულგარეთის წინააღმდეგ 1:4) შედგა...

მეორე შანსი იანვარში, ისევ ნიდერლანდელი
მეკარის ტრავმის გამო გაჩნდა, თუმცა "ღამურების" თავკაცი ხაუმე დომენეკს დაეყრდნო. "მამარდა" მაინც დაბრუნდა, კონკურენტს აჯობა და თასის ფინალში გასვლაში დიდი როლი შეასრულა - ბილბაოს "ატლეტიკთან" მშვენიერი იყო.

ქართველმა მეკარემ გულშემატკივრებისა და "ვალენსიას" ლეგენდა სანტიაგო კანისარესის სიმპათიები მოიპოვა. მამარდაშვილს, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, ბორდალასიც მხარს უჭერს და მომავალში უდავოდ დიდი მეკარე უნდა გახდეს.

მომზადებულია Mediatirmpo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩვენი რვაფეხა ბიჭი, შენ შემოგევლე შვილო.
1
მართლა კეთილ ზღაპარს გავს და სიმბოლურიც იქნებოდა თასი რომ მოეგო ვალენსიას. თუმცა … თუ კი გიორგი ამ სტატიას და კომენტარსაც კითხულობს, მინდა იცოდეს , რომ უმაგრესი კაცია ! ძალიან ვამაყობთ შენით გიო და მთელი გულით შენთან ვართ!
მჯერა, დიდ ტიტულსაც მოიგებს(თუნდაც ვალენსიასთან ერთად) . ლა ლიგის , მითუმეტეს ვალენსიას დონის გუნდში რომ ქართველი მეკარეა ძირითადი - ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა! (მითუმეტეს ჩვენი ჩემპიონატიდან წასული) … ისე ჩვენში დარჩეს და მეკარის გულშემატკივრობა ძალიან რთული ყოფილა :) წარმატებები მამარდ
ხომ ერა
16:42 26-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული