"თუ ხვიჩა "ნაპოლიშიც" ამას გააკეთებს..." - ჯანო ანანიძემ კვარაცხელიას ტრანსფერი შეაფასა

AutoSharing Option
29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"ვინაიდან "ნაპოლიმ" არჩევანი ხვიჩაზე შეაჩერა, ვფიქრობ, რომ ის გუნდს სჭირდება... თუ ხვიჩა იტალიაშიც იმავე ნდობას მოიპოვებს, როგორც ეს სლუცკისთან გააკეთა, მაშინ "ნაპოლიშიც" კარგად ითამაშებს. 

სამწუხაროდ, ჩვენ ერთად ვერც ეროვნულ ნაკრებსა და ვერც ბათუმის "დინამოში" ვერ ვითამაშეთ, თუმცა ვუყურებ, თუ რამდენს შრომობს და ვარჯიშობს ის. 

ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ნდობაა. თუ ის ამ ნდობას იტალიაში მიიღებს, ვფიქრობ, ათამაშდება. მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ძალიან კარგი ბიჭია",
- ამბობს ანანიძე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანო ფეხბურთს არ გაშორდე..
ვფიქრობ შენსგან იდეალური მწვრთნელი დადგება ამისთვის ყველა უნარი და გამოცდილება გაქვს 4-5 წელი კარგი პრაქტიკა და ვფიქრობ ამ თაობას იდეალურად წაუძღვები გამარჯვებისკენ..
ყოველთვოს როცა თამაშობდი შენი მოედნის ხედვით გვაოცებდი და ეს ნიჭი უნდა გამოიყენო..
მჯერა რომ მალე გაგვახარებ!!!
შავი კაცი
15:59 28-04-2022
0
ეჰ, შენც რომ თავის დროზე გარიდებოდი რუსეთს, მაგალითად ჰოლანდიაში, დღესაც დიდ ფეხბურთს ითამაშებდი. ჰოლანდია მგონია შენი ჩემპიონატი, რადგან ფიზიკურად მსუბუქი ხარ. იქ თამაშობენ ნაკლებად ძალისმიერ და უფრო ტაქტიკურ-ტექნიკურ ფეხბურთს. არ ვიცი ეინდჰოვენში თუ ვილემში , მაგრამ აქტიური ფეხბურთელი ნაღდად იქნებოდი. ფული არ გექნებოდა იმდენი რასაც სპარტაკში გიხდიდნენ, მაგრამ 10-15 წლის მანძილზე მიიღებდი ხელფასს და არც ამდენ ტრამვას მიიღებდი. მენანები რომ ასეთუ მაგარი ნიჭის პატრონი, ასე მალე მოგიწია დასრულება. ალბათ შენი ბრალი არ იყო, პატარა იყავი ასაკით და არ გირჩიეს სათანადოდ, ფული მეორე ადგილზე დააყენე, მთავარია შენ შესაფერის ჩემპიონატში ითამაშეო
ეჰ
14:38 28-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული