მამარდაშვილის მორიგი კარგი მატჩი - ქართველი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 34-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ლევანტეს“ დაუზავდა - 1:1.

გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე „ვალენსიაში“ მე-19 მატჩი შეხვედრა ჩაატარა, ისევ დამაჯერებელი იყო,  გულშემატკივრები უმღეროდნენ და სეზონში მეორედ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

მან პირველ ტაიმში ორი ურთულესი ბურთი მოიგერია. მასპინძლები 27-ე წუთზე დურომ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მსაჯმა გაია გააძევა და „ვალენსია“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მეორე ტაიმში სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ბორდალასის გუნდი თავს იცავდა და დროის გაყვანისთვის ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო (სეზონში მეორე). კონტრშეტევაზე კარგი შანსი ვასკესმა ვერ
გამოიყენა. 77-ე წუთზე შორიდან ბარდის უძლიერესად დარტყმული ბურთი გიორგის კარის ხარიხას მოხვდა, ხოლო 81-ე წუთზე დუარტემ ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. გაშვებულ გოლში ქართველი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება.

„ვალენსია“ 43 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 მაისს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 35 099 მაყურებელი

ვალენსია - ლევანტე 1:1
გოლები: 1:0 დურო (27), 1:1 დუარტე (81)
გაძევება: გაია (31, ვალენსია)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ვინა გვყავს კაცოოო!!! ჩვენი რვაფეხა. დააკვირდით, რა მოძრაობებს აკეთებს, როცა მასთან პირისპირ გადიან, თან შორი კუთხისთვის ემზადება, თან ფეხს ტოვებს ახლო კუთხეში, სასწაულია ნამდვილი, ასეთი რამეს კეთება ნოიერმა კარგა ხნის შემდეგ აითვისა და დანერგა. ნამდვილად ვამაყობ შენით გიორგი.
0
წარნატებები გიორგის! დაბალი ბურთების დაჭერაზე კარგად ავარჯიშა ვალენსიამ. თავით დარტყმულ ბურთებზე რეაგირებას ადრე უფრო კარგად ახერხებდა. ეტყობა ამაზე ნაკლებად ავარჯიშებენ. უკვე მეორე თამაშში დააგვიანა რეაგირება თავით დარტყმულ ბურთზე. საერთოდ ძალიან კარგად თამაშობს. ყოჩაღ.
ქ. გ.
08:45 01-05-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული