მამარდაშვილი - "საჩუქარი", რომლის ფასიც 20 მილიონზე არ გაჩერდება და სხვა კლუბებიც მიიწვევენ

AutoSharing Option
"ვალენსიას", თავის ასაკში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავს, რომელიც 20 მილიონი ევრო ღირს და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. გიორგი მამარდაშვილი, უგო დუროსთან ერთად, "ღამურებისთვის" ამ სეზონში მნიშვნელოვანი სიახლეა. ბიჭი, რომელიც მეორე გუნდისთვის მოვიდა, სასტარტოს უალტერნატივო წევრი გახდა. 

გიორგის ყველაფერი აქვს, რომ იყოს მეკარე, რომელიც გუნდს ქულებს მოაპოვებინებს. ის მხოლოდ 800 000 ევრო ღირდა და დიდია შანსი, ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერიც კი გამოდგეს. "მამარდას" კონტრაქტში არის პუნქტი 20 მილიონი ევროს ოდენობით, თუმცა ყველაფერი ისე მიდის, შესაძლოა, ეს თანხა ცოტაც კი იყოს.

თუ კიდევ ერთი წელი დაველოდებით, მამარდაშვილი "აფეთქდება" და ევროპული ფეხბურთის კონტექსტში ეს სატრანსფერო თანხაც არაფერია. ახალგაზრდა მეკარე აღფრთოვანებულია, ეს უდავოა და ახლა მას სიამოვნებს ყველა თამაში, სადაც "ვალენსიას" მაისურით გამოდის, მაგრამ ეს გრძნობა სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს - დაინტერესება სხვა კლუბებისგანაც იქნება.

გვინდა ვიფიქროთ, რომ "ვალენსიას" აქვს სხვა იდეა, რომ ნამდვილად აწყობენ მომავლის პროექტს. ისინი გიორგი მამარდაშვილის მსგავსი დიდებული საჩუქრით დასაჩუქრდნენ - მეკარე ჯერ მხოლოდ 22 წლისაა...

მომზადებულია deportevalenciano-ს მიხედვით

altბორდალასი: მამარდაშვილი წარმოუდგენელია - მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასის გაზრდა?

altმამარდაშვილის მორიგი კარგი მატჩი - ქართველი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
რატომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი? აი ამიტომ - ვიღაცამ უცხოეთში შემთხვევით "კოჭებში" თუ არ შეატყო ნიჭი ქართველ ფეხბურთელს, ჩაიძირება ამ მექრთამეობის ჭაობში, მწვრთნელს იმას ამას თუ არ გაუმაზა, ისე არ ათამაშებენ. მერე ვიღაც ვიღაც ფულზე დახამებული 1 მლნ.-ად გაყიდის სადმე, და სულ ეგ არის. როგორ უნდა განვითარდეს ქართული ფეხბურთი? მაგარ ფეხბურთელებს ჩვენ ვერ ვიყიდით ევროპული თასები რომ მოვიგოთ და სპონსორები მოვიზიდით, ნიჭიერები ან კაპიკებში იყიდება ან სადმე კვიპროსის თუ რუსეთის ლიგაში ჩაიკარგებიან და სულ ეგ არის. ა ხო, სახელმწიფოს 300 მლნ-იანი პროგრამების იმედზეა ჩვენი ფეხბურთი, ისიც ხელფას-დანამატებში რომ გახარჯონ
გიორგი
11:05 03-05-2022
1
და საიდანც გადავიდა იმას რა?გაკოტრდა და ვარდება ლიგიდან.ფული კი რომანამ ჩაიჯიბა 900 000.მისი აღმზრდელი კლუბი კი კვლავ დიდ გაურკვევლობაშია.წარმოდგენა არ აქვთ რა გააკეთონ.მეორე ხარისხოვანი უკრაინელი და ბელარუსების იმედზეა.ხო კიდევ გაბედავასი.....წარმატებები გიორგი მამარდაშვილს.
Master
00:56 03-05-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული