ქეცბაია: მჯერა, რომ ყველაფერი მაშინ გადაწყდა...

AutoSharing Option
კვიპროსის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" "ომონიას" სტუმრად დაუზავდა - 1:1. ფამაგუსტელებს საკუთარ მოედანზე წაგებული (0:2) ჰქონდათ და ფინალის საგზური მეტოქეს დაუთმეს.

გიორგი ლორია ისევ სათადარიგო იყო. ქართველი სპეციალისტის გუნდის მეტოქე მე-6 წუთზე დაწინაურდა, 3 წუთში კი მოედანზე 10 კაცით დარჩა. "ანორთოსისმა" მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მატჩის შემდეგ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:

"სირთულეები საშინაო მარცხის შემდეგ დაიწყო. მჯერა, რომ ყველაფერი მაშინ გადაწყდა. დღევანდელ მატჩში გარკვეული იმედის სხივი გვქონდა, თუმცა ახლა მთლიანად ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ და ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ.

გუნდში
რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთა გარეშეც სულ სხვა შედეგები გვექნებოდა."

altქეცბაიას ლორიას უთამაშებლობისთვის აკრიტიკებენ - თემურის ურთულესი მისია

მკითხველის კომენტარები / 4 /
გაიხარე ქეც ჯიგარო წარმატებები
kaka
10:59 05-05-2022
1
არაფერი გამოუვა არც ჩემპიონატზე. ვისაც არ ეზარება ყველა გებს. უსუსტესი გუნდია ანორთოსისი.
ეჰ
11:37 05-05-2022
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული