ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იტალიელების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად BoboTV-სთან იტალიის ნაკრებს ექსფეხბურთელმა დანიელე ადანიმ (დღეს ჟურნალისტად მუშაობს) ისაუბრა:
"მის თამაშს კარგად ვიცნობ. გარკვეული ხნის წინ ვთქვი, რომ ხვიჩა "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო კიეზას ჰგავს. კვარაცხელია გამანადგურებელი მოთამაშეა. უტევს მარჯვნიდან და მარცხნიდან, აქვს მშვენიერი ტექნიკა და რაც მთავარია, ტალანტი", - განაცხადა დანიელემ.
მომზადებულია calcionapoli1926-ის მიხედვით