"ჩაკვეს" ისევ არ უთამაშია, "ჰამბურგმა" მოიგო

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 33-ე ტურში "ჰამბურგმა" "ჰანოვერს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლები რობერტ გლაცელის 2 გოლის წყალობით დაწინაურდნენ, გერმანელმა ფორვარდმა თავი მე-13 და მე-20 წუთებზე გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან სებასტიან კერკმა 22-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"დინოზავრების" შემადგენლობიდან მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე ისევ არ გამოჩენილა, ბოლოს ქართველმა ფეხბურთელმა 19 აპრილს გერმანიის თასის ნახევარფინალში "ფრაიბურგთან" (1:3) ითამაშა, იმის შემდეგ კი თავის გამოჩენის შანსი აღარ ეძლევა. უკვე ცნობილია, რომ "ჩაკვე" ზაფხულში "ჰამბურგს" დატოვებს და ბელგიაში დაბრუნდება.

რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ქართველი
ლეგიონერის ამჟამინდელი გუნდი 33 ტურის შემდეგ 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ბუნდესლიგაში გადსავლის შანსს ინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჰამბურგის სასტარტო შემადგენლობს ნახევარმცველი Suhonen-ი დაშავდა ვარჯიშის დროს.
შეიძლება, მიეცეს გიორგის თამაშის შანსი.
ქ. გ.
12:47 12-05-2022
0
ეს მომენტი დროებითია. ჩაკვეს იმხელა პოტენცია გააჩნია, ამასაც გადალახავს და უფრო დიდ სიმაღლეზე ავა! წარმატებები!
თენგაბი
10:10 08-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული