სუპერმამარდამ "ვალენსიას" "სან მამესზე" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოს“ დაუზავდა - 0:0.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მე-20 მატჩი ჩაატარა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავის გუნდს ქულა მოუპოვა. ის ზედიზედ მეორედ დაასახელეს "მატჩის მეფედ",  Whoscored-მა კი მისი თამაში 7.9 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასებაა.

შეხვედრა მთლად სანახობრივი ვერ გამოდგა, უხეში იყო, გიორგიმ პირველ ტაიმში ორი შეცდომა დაუშვა, თუმცა გოლი არ გაუშვია. მან ორი რთული ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. 56-ე წუთზე ინიაკი მამარდაშვილთან პირისპირ
გავიდა და მისი დარტყმული ბურთი ქართველმა ფეხით მოიგერია. 90+3-ე წუთზე ინიაკიმ ისევ დაურტყა ბურთი, ამჯერად თავით, გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ "მამარდამ" საოცარ ნახტომში არ დაანება გატანა. ბოლოს ბასკები შტურმზე გადავიდნენ, "ვალენსიას" კარი ხარიხამ გადაარჩინა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.

„ვალენსია“ 44 ქულით მე-10 ადგილზეა და 10 მაისს „ბეტისს“ უმასპინძლებს, რომელთანაც თასის ფინალში დამარცხდა.

ბილბაო. „სან მამესი“. 41 091 მაყურებელი
ბილბაო - ვალენსია 0:0
გაძევება: გილამონი (90+7)

მკითხველის კომენტარები / 15 /
გენაცვალე გიორგი,ასე გააგრძელე არ მოდუნდე სულ შრომაში იყავი.რა მაგარია ხალხო მატჩის მეფედ დასახელდა უკვე ზედიზედ მეორედ თუ ზუსტად მახოვს.უდიდეს წარმატებას გისურვებ,ეს ერთი და სხვა უთვალავიიი!!!
გეგი
20:27 07-05-2022
1
ფლეშსკორის ვერსიით მატჩის საუკეთესო მამარდა იყო
რა მაფიაა?
20:33 07-05-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული