ოქრიაშვილის გოლი-შედევრი კვიპროსში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატზე თორნიკე ოქრიაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

30-ე ტურში "აპოლონმა" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "აპოელი". ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 76-ე წუთზე საოცარი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან ტურნირზე 23 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"აპოლონში" სათადარიგო იყო რევაზ ინჯგია, ხოლო "აპოელში" ბუბა დაუშვილი, მისი თანაგუნდელი გიორგი ქვილითაია კი ტრავმირებულია.

"აპოლონმა" უშუალო კონკურენტის ძლევით ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა, "აპოელი" კი სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გავა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გენკში რომ იყო მაშინ რო მოენდომებინა ეხლა ტოპვარსკვლავი იქნებოდა . მილინკოვიჩ სავიჩი და ეგ ერთად იყვნენ გენკში და არანაკლებ ნიჭი აავს ოქრის მაგრამ ქართული ხასიათი აქაც ჩანს როგორც ქინქლაძის ჩაკვეტაძის და ბევრის შემთხვევაში
ტოტტი
04:21 09-05-2022
1
გაუჭირდებოდა
Feola
00:16 09-05-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული