მამარდაშვილი - გამოუცდელობით, "მშრალი კარით" და ძალიან გაზრდილი სატრანსფერო ფასით

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი ამჟამად ტოპ-ლიგების ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა მათ შორის, ვინც რეგულარულად თამაშობს. 21 წლის ქართველმა "ვალენსიაში" თავი დაიმკვიდრა არა მხოლოდ როგორც მომავლის, არამედ აწმყოს ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ. ლიგაში ნაადრევი რეკორდები ჰქონდათ: ლუის მაქსიმიანოს "გრანადადან" (22 წლის), ლუკა ზიდანს "რაიოდან" (23), უნაი სიმონს "ატლეტიკიდან" და დანი კარდენასს "ლევანტედან" (ორივე 24 წლის).

მამარდაშვილმა 20 მატჩში იასპარეზა და ყველგან 90 წუთს თამაშობდა. მან "ლა ლიგაში"  8 "მშრალი კარი" დააგროვა. ამავდროულად, თასზე ნახევარფინალსა და ფინალში ითამაშა. საერთო ჯამში, გიორგის 19 გოლი აქვს გაშვებული. ამიტომ
მატჩში საშუალოდ 0,95 მიღებული ესპანურ კლასიფიკაციაში მე-7 ადგილზე ამყოფებს ("სევილიელი" ბონო ლიდერობს საშუალოდ 0,8-ით).

სტატისტიკის მიღმა, "მამარდას" თამაში გულშემატკივართა მოწონებას იმსახურებს, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან და სურთ, რომ გუნდში მრავალი წელი დარჩეს. ქართველი კიპერის წყალობით ვალენსიელებმა ქულები მოიპოვეს და თამაშები მოიგეს.

მიუხედავად ამისა, ყოველ თამაშში გიორგის აქვს შეცდომები, რომლებიც ნერვიულობაზე ან ნაკლებთავდაჯერებულობაზე მიუთითებს. ეს დამახასიათებელია ახალგაზრდა ასაკისა და ელიტაში გამოუცდელობისთვის. უკანასკნელ უქმეებზე, "ატლეტიკის" წინააღმდეგ, მას ორი სახიფათო ქმედება ჰქონდა, როდესაც ბურთი ხელიდან გაუვარდა, რამაც მარსელინოს გუნდისთვის სახიფათო შანსები გამოიწვია.

ქართველი კიპერის საბაზრო ღირებულება, Transfermarkt-ის მიხედვით, უკვე აღწევს ხუთ მილიონ ევროს - ზრდა 488,24%-ითაა და მენეჯმენტი უკვე ფიქრობს განიხილოს მისი კონტრაქტის არცთუ ისე შორეულ მომავალში განახლების პერსპექტივა, რათა გაზარდოს ხელშეკრულების შეწყვეტის პუნქტი, რომელიც 20 მილიონი ევროთია განსაზღვრული.

მომზადებულია lasprovincias-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან გული დამწყდა ასეთ უსამართლობა კომენტარს რომ წავაწყდი: მესტაიას სტადიონი არის უზარმაზარი. თუთქმის მის ყველა მატჩს ვესწრები და გიორგი ძალიან თავმდაბალი და კარგი ადამიანია.ფიზიკურად შეუძლებელია ყველას მიესალმო. ჩვენ მარტო მას ვხედავტ და იქედან ძალიან ძნელია ამდენ ბრბოში დაინახო ქარტველი და მიესალმო,, ყველამ უნდა ვიამაყოთ ასეთი ქართველით და არ ვუკბინოთ.. გიო ჩვენი სიამაყეა ,, მთელი საქართველოსი,,, ესპანეთი გადაღლილია რომ როცა ქარტველს გაიგონებს იმწუთში სახლის ქურდებთან ასოცირდება. გიომ ყველას გაიწმინდა სახელი და გადაფარა ის ცუდი წარსული. ვიამაყოთ ხალხო გიოთი
ხათუნა.
10:59 10-05-2022
2
იუთუბ არხზე geo team ვნახე მისი ინტერვიუ და მომეჩვენა თითქოს ცოტა უკვე დიდი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე ამ წარმატებების შემდეგ..ჩემი დამსახურებაა ამდენს რომ მივაღწიე,მე,საკუთარი თავი და ა.შ. არსად არ უხსენებია ჭიაბრიშვილის და ბორდალასის წვლილი მის ზრდაში.კი თავდაჯერებულობა კარგია,მაგრამ ზედმეტში არ უნდა გადავიდეს ეს.კალაძეს ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული,მაგრამ ფეხბურთელობისას არ ავარდნია თავში ამის გამო.ობლაკიც პატარა ქვეყნიდანაა,მანაც რთული გზა გაიარა და დღეს მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეშია,მაგრამ არასოდეს გაბრექილა, პირიქით.ნაკრებშიც ჰანდანოვიჩი ჰყავდა კონკურენტად და არა ლორია...საწყენად არ ვამბობ ჯერ 21 წლის ბიჭია,იმედია გაანალიზებს ყველაფერს და უფრო დაღვინდება. Დარჩი უბრალო ტიპად და ასახელე ქვეყანა,პოტენციალი რომ უზარმაზარი გაქვს ეს ვიცით!
Მეზღვაური
01:05 10-05-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული