საერთო შრომით, "მამარდა" დიდი ფეხბურთელი გავხადეთ - ბორდალასი

AutoSharing Option
დღეს, 10 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში, სატურნირო მოტივაციის გარეშე დარჩენილი "ვალენსია" "ბეტისს" უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილსა და მის თანაგუნდელებს რამდენიმე დღის წინ, თასის ფინალში მარცხისთვის რევანში შეუძლიათ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ქართველი კიპერის შესახებაც ისაუბრა:

"მამარდაშვილის თამაში კმაყოფილებით მავსებს. ფეხბურთელების პოტენციალის შეფასება სწორად შემიძლია. როდესაც გიორგი მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოიყვანეს, მე ამას ვეწინააღმდეგებოდი, რადგან მასში პოტენციალი დავინახე. საერთო შრომით, ჩვენ შევძელით და ის დიდი ფეხბურთელი გავხადეთ. მამარდაშვილი არის მეკარე, რომელიც კარგად მუშაობს, მაგრამ უნდა გააუმჯობესოს თამაშის გარკვეული
ასპექტები, მაგალითად, ფეხით თამაში და იყოს უფრო მშვიდი გადაწყვეტილებების მიღებისას. ის ძალიან გვეხმარება და კარგ თამაშებს ატარებს".

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altმამარდაშვილი - გამოუცდელობით, "მშრალი კარით" და ძალიან გაზრდილი სატრანსფერო ფასით

altGrande. მამარდაშვილის ოსტატობა ისეთივე მაღალია, როგორც ყაზბეგის მწვერვალი! - ესპანური მედია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯერ სადა ხართ. მამარდა უფო განვითარდება. წამატებები გიორგის.
G.LA
14:21 10-05-2022
0
თავისი ნიჭით და შრომით მიაღწია ამას, მიბაძოს მას ზოგიერთმა ნიჭიერმა ქართველმა ფეხბურტელმა რომელებიც თავის თავის გარდა ყველას ადანაშაულებენ თუ არ ეწყობა მათი საფეხბურტო კარიერა
ალეკო
15:23 10-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული