წიტაიშვილის სადებიუტო გოლმა "ვისლა" გავარდნისგან ვერ იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლოსწინა, 33-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის კრაკოვის „ვისლა“ გასვლაზე „რადომიაკთან“ 2:4 დამარცხდა.

ამ მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე გიომ გახსნა, 48-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა სტეფან სავიჩმა დალაშქრა მეტოქის კარი, მაგრამ შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და გაიმარჯვეს.

წიტაიშვილმა, რომელიც „ვისლაში“ იჯარით გადავიდა, 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ვისლა“ 26 წლის შემდეგ პირველად გავარდა ქვედა დივიზიონში და დიდი ალბათობით ქართველი მის რიგებს დატოვებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"დინამო" თბილისისთვის კარგი იქნებოდა, რომ აეყვანა მაგრამ არ აქტიურობენ!
მწრთვნელი
22:49 15-05-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული