კვიპროსის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ანორთოსისს" საკმარისი იყო საკუთარ მოედანზე "არისთან" ფრედ ეთამაშა და კონფერენს ლიგაზე გავიდოდა, მაგრამ 0:3 დამარცხდა, სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა და ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ მატჩში ფამაგუსტური გუნდის კარს გიორგი ლორია იცავდა, მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კი განაცხადა, რომ შედეგზე პირველ რიგში პასუხისმგებელი თავადაა, მეტს იმსახურებდნენ, იმედგაცრუებულები არიან, თუმცა არ უნდა დაივიწყონ რას მიაღწიეს ბოლო წლებში, რა სირთულეები გადალახეს და რაც არ უნდა რთული იყოს, წინ უნდა იარონ.
მისი თქმით, ამ სეზონში წარუმატებლობით არაფერი არ სრულდება, უარესი
პერიოდიც ჰქონიათ, ყოველთვის ნახულობდნენ ფეხზე წამოსადგომად ძალებს და ამისათვის ცვლილებები სჭირდებათ.