![](https://sportall.ge/pictures/image5/cdde78a73b3356af74f6213cde5f68b0.jpg)
ცნობილმა ესპანურმა ჟურნალმა Marca-მ სხვადასხვა კატეგორიაში გასული სეზონის საუკეთესო გუნდები დაასახელა.
ჩვენდა სასიხარულოდ, ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში "ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. შეგახსენებთ, "მამარდამ" წლევანდელ პრიმერა დივიზიონში ვალენსიელთა კარი 18-ჯერ დაიცვა და მშრალად 8-ჯერ შეინახა.
![მამარდაშვილი სეზონის აღმოჩენათა გუნდში დასახელდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/08bf6842f0857cb77176adf26f090c8b.png)
მამარდაშვილთან ერთად Marca-მ თერთმეტეულში შეიყვანა: დავიდ გარსია ("ოსასუნა"), რეინილდო ("ატლეტიკო"), ალექს მორენო ("ბეტისი"), ალვარო გარსია ("რაიო ვალეკანო"), კამავინგა ("რეალი"), გავი ("ბარსელონა"), პეპელუ ("ლევანტე"), პერე მილა ("ელჩე"), ენეს უნალი ("ხეტაფე"), ნიკო უილიამსი ("ატლეტიკი").
![მამარდაშვილი სეზონის აღმოჩენათა გუნდში დასახელდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/c84c6310c13d9ad9f661f3939cbe12eb.png)
რაც შეეხება სეზონის გუნდს, თერთმეტეული შემდეგნაირია:
ბონო ("სევილია"), დავიდ ალაბა ("რეალი"), დიეგო
კარლოსი ("სევილია"), რონალდ არაუხო ("ბარსელონა"), იანიკ კარასკო ("ატლეტიკო"), ლუკა მოდრიჩი ("რეალი"), პედრი ("ბარსელონა"), ნაბი ფეკირი ("ბეტისი"), ვინისიუსი ("რეალი"), დე ტომასი ("ესპანიოლი"), ქარიმ ბენზემა ("რეალი").