წიტაიშვილი "ვისლას" ამაღელევებლად დაემშვიდობა

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი "ვისლაში" აპრილის დასაწყისში იჯარის წესით გადავიდა, მის რიგებში პოლონეთის ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ კრაკოვული გუნდი ქვედა ლიგაში გავარდა. გიო "ვისლას" "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა:

"ვისლაში" გატარებული დროის გამო მადლობელი ვარ. მინდა ამ შესანიშნავ კლუბს მადლობა გადავუხადო, მწვრთნელებს, პერსონალსა და მოთამაშეებს, ყველას. ესოდენ მოკლე პერიოდში თქვენ ჩემთვის ახლობლები გახდით. აქ პირველივე დღიდან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც სახლში. თქვენ მე საჭირო მხარდაჭერა გამომიცხადეთ. ამას ვაფასებ და ჩემს გულში სამუდამოდ შევინახავ.

მსურს მადლობა
გულშემატკივრებს გადავუხადო. პირველივე მატჩიდან მხარს მიჭერდით. შემიყვარეთ და მეც შეგიყვარეთ. ესეც ჩემთან მთელი ცხოვრებ დარჩება. ვიცი, მეტს იმსახურებთ. გულწრფელად გისურვებთ გამარჯვებებსა და თასებს".

გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, სად გაგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მინდა თბილისის დინამოში, ევროთასებისთვუს ძალიან გააძლიერებდა გუნდს, ეს დადაცვაში კვირკველია, თორე ბენიო რაცაა დღეს ხაბულიანმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა
გიო
01:11 26-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული