ლობჟანიძემ შეიძლება კარიერა "ჰალში" გააგრძელოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე შეიძლება "ჰათაისპორიდან" ინგლისის ჩემპიონშიფის "ჰალ სიტიში" გადავიდეს, რომლის მწვრთნელი შოთა არველაძეა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული cumhuriye ავრცელებს.

"ჰათაისპორის" მფლობელი თურქი აჯუნ ილიჩალია და მისმა კლუბმა საბა ლობჟანიძისა და აიუბ ელ კააბის ტრანსფერზე "ჰათაისპორს" მიმართა. "ჰათაისპორის" ვიცე-პრეზიდენტმა მუსტაფა ოზატმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დირექტორთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს, თუმცა ჯერ უნდა დაადგინონ, რა თანხის სანაცვლოდ არიან მზად, ამ ორ ფეხბურთელს შეელიონ.

ლობჟანიძემ გასულ სეზონში სუპერლიგის 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაც
შეეხება "ჰათაისპორს", სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე წრე ჩააგდო, საბოლოოდ მე-12 ადგილზე გავიდა და ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული