მამარდაშვილი პრემიერლიგაში? - "ვალენსიას" 70 მილიონი სჭირდება, "ტოტენჰემს" - ლორისის შემცვლელი

AutoSharing Option
"ვალენსია" მზადაა, ტრანსფერზე ნებისმიერი მოთამაშე დააყენოს -  კლუბს ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი სჭირდება. გასხვისების მთავარი კანდიდატები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში არიან, თუმცა გამოჩნდა ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, კლუბს კარგი თანხა მოუტანოს.

"ღამურებმა" მამარდაშვილის სახით უმაღლესი დონის მეკარე ხელში მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ჩაიგდო. სხვა მოცემულობაში, გიორგი გუნდში მრავალი სეზონის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. ქართველი მეკარე ინგლისის პრემიერლიგაში მოსწონთ, სადაც მისით დაინტერესებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი დიდი გუნდი, "ტოტენჰემიც" შეემატა.

ლონდონურ კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალში 36 წლის
უგო ლორისის შემცვლელზე, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

ამ დროისთვის "ტოტენჰემს" "ვალენსიასთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
70 მილიონ ევროს რომ ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვაში გადაიხდი,ის მეორე მეკარედ არგანიხილება გუნდში.თუ ამხელათანხას გადაიხდიან ესეიგი ძირითადისთვის სჭირდებათ...
romandro
31 მაისი 2022 18:31
3
70 მილიონი არა მამარდაშვილის,არამედ კლუბს სჭირდება ვალების დასაფარად და აპირებს ყველას გაყიდვას ვინც გაიყიდება.
ძალიანაც რომ გვინდოდეს მამარდას დარჩენა ვალენსიაში, კლუბს ისეთი ფინანსური მდგომარეობა აქვს რომ მომავალ სეზონში შეიძლება ლიგა. დატოვოს და თუ ვალს არ დაფარავს,ბანკროტად გამოცხადდეს.ამიტომ სჯობია რომ წავიდეს კლუბიდან.ინგლისი ყველას სჯობია,იქ ფეხბურთელებს სერიოზულად ეპყრობიან.ფინანსურადაც ფეხზე დადგება საშვილიშვილოდ.ასე სჯობია
ჟორა
01 ივნისი 2022 01:07
2
ჯერ არ მიუმართავთო, მარა მეკარეს ეძებენო, მეკარე კი, ამათ მარტო მამარდა იციან, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ნაღდად გაყიდიან, ევროპელს მაყუთი დაანახე და საკუთარ ძმას გაყიდის, არათუ იაფად ნაყიდ თხას..
რას ერჩით ჟურნალისტს, ცამდე მართალი ყოფილა. შეგიძლიათ დაწეროთ; მამარდა 70 მილიონად უკვე ტოტენჰემში გადავიდა..
კ ო მ ბ ლ ე
01 ივნისი 2022 10:46
1
კი პრემიერლიგიდან და მარსიდანაც
შონო
01 ივნისი 2022 14:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული