"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა

AutoSharing Option
სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიმ РИА Новости-სთან საუბარში კვირის მთავარი საფეხბურთო მოვლენები მიმოიხილა. ის გია გრიგალავას "ხიმკისა" და სკა-ს მატჩში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო, სადაც ქართველი ფეხბურთელიც ფიგურირებს.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში "ხიმკის" მეკარე ილია ლანტრატოვმა ბურთის მიმწოდებელ ბიჭს ხელი უბიძგა, რადგან მას დრო გაჰყავდა, ეს კი ერთ-ერთმა ადამიანმა კამერით გადაიღო. ამის დანახვაზე კი გრიგალავამ ვიდეოს გადამღებ ადამიანს უყვირა და უცენზურო სიტყვებით მიმართა.

საბოლოოდ, ლანტრატოვი 50 000 რუბლით დააჯარიმეს, ჩვენებურის "ხიმკიმ" კი რუსეთის პრემიერლიგაში დასარჩენ 2-მატჩიან დაპირისპირებაში სკა 3:1 დაამარცხა და მომავალ წელს
კვლავ უძლიერესთა შორის იქნება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მორალური კოლაბორანტი ჩვენებური როგორ არის?
ლუკა
07:24 02-06-2022
1
ღიპით ჩამოვიდა ნაკრებში და გადავუარეთ მაგის გამო, იმიტომ რო ასეთი მნიშვნელოვანი თამაშოს წინ , ასეთი ვიდით არ შეხვედრილოყო! მაგრამ ქართველი რატო არაა?? კაცს რუსეთის ნაკრები იწვევდა და საქართველო არჩია , რაც შეეძლო ის ითამაშა და ვერ გავიგე მაგის გამო ადამიანს პირადად შეეხო მაგრა ტეხავს! მემგონი აქ ძაან პატარა ასაკის ადამიანები წერენ, აი გუშინ რო დაიწყეს ან შარშანწინ ფეხბურთის ყურება და ბევრი რამ რო არ ახსოვთ ./. ( ღიპი კი დაუგდიაბისე რას ერჩით, და თუ მოინდომა და აკრიფა ფორმა არა მგონია დაკეტილი იყოს ნაკრების კარი,/ 1.98 სიმაღლე , ასეთი ფიზიკური აღნაგობის ფეხბურთელები გვაკლია ნაკრებში
Vasili
00:48 02-06-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული