
ესპანური გუნდს იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარული მოთამაშე ჯენარო გატუზო გაწვრთნის.
გუნდსა და მწვრთნელს შორის შეთანხმება შედგა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელი 2-წლიან ხელშეკრულებას დათანხმდა, რა დროშიც "რინო" 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, სეზონის ბოლოს გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა ხოსე ბორდალასმა.
რაც შეეხება გატუზოს, "ვალენსიამდე" იტალიურ "ნაპოლის" და "მილანს" წვრთნიდა.
მომზადებულია Sports-ის მიერ