"მასში გადახდილი თანხა გამართლებულია..." - იტალიური გამოცემები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრის შემდეგ (5:2) იტალიაში სხვადასხვა გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას პერფორმანსს გამოეხმაურა:

"ნეაპოლური პუბლიკა ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე პერფორმანსს ყურადღებით აკვირდება. ქართველმა ფეხბურთელმა გიბრალტართან და ბულგარეთთან ჯამში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი მატჩიდან მატჩამდე უმატებს. გუშინდელ მატჩში ბულგარეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მთავარი მოქმედი გმირი იყო, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი და ასისტი გაიფორმა. ამასთან ერთად, რიგ ეპიზოდებში მშვენივრად ითამაშა და საკუთარ გუნდს გამარჯვებისკენ გაუძღვა" - Spazzionapoli.

"ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ თამაშს განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის მზადაა მატჩში გარდამტეხი ცვლილებები
შეიტანოს. ნეაპოლელ გულშემატკივრებს მისი თამაშის ყურებისას ლორენცო ინსინიე ახსენდებათ" - | Areanapoli.it.

"როგორი გამორჩეული პირველი ტაიმი ჰქონდა "ნაპოლის" ახალ შენაძენს, კვარაცხელია ნაკრების ლიდერია. გუშინდელ შეხვედრაში ასისტი შეასრულა და პენალტის ნიშნულიდანაც გაიტანა. გუნდის მიერ მასში გადახდილი თანხა აბსოლუტურად ჭკვიანური და სწორი იყო"- Tuttonapoli.

"სუპერ კვარაცხელია. ის საქართველოსა და ბულგარეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 5:2 მოიგო, აბსოლუტური გმირი იყო. "ნაპოლის" ახალწვეულმა გაიტანა გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა" - Corriere Dello Sport.

შეგახსენებთ, "კვარა" ნაპოლის" მოთამაშე ოფიციალურად ივლისის თვეში გახდება.

altკომპლექსებისგან გათავისუფლებული საქართველოს ნაკრები, რომელიც საქმეს ბოლომდე მიიყვანს...

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ბულგარეთთან თამაშის შემდეგ [VIDEO]

altდიდებულია - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბულგარეთი გააბითურა - 5:2! [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორცა კვარადონა.
0

სიახლეები პოპულარული