უკომპრომისო ქეცბაია "ანორთოსისიდან" მიდის

AutoSharing Option
კვიპროსული მედია იტყობინება, რომ თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტი, ფაქტობრივად, უკვე დატოვა.

24sports-ის ცნობით, ფამაგუსტური კლუბის ახალ პრეზიდენტ ნეოფიტოს ლარკუს უნდოდა "დაყავი და იბატონეს" პრინციპით ემოქმედა (იულიუს კეისრის მსგავსად...), ქეცბაიას თანაშემწეების გუნდიდან დათხოვნა მოითხოვა, მაგრამ ქართველმა დღეს გამართულ შეხვედრაზეც ისევ სასტიკი უარი განაცხადა და გადადგება.

goal.philenews-ი წერს, რომ ქეცბაია კლუბს მეორედ დაემშვიდობება, მას მომავალი წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გაუწყვეტენ და ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს ხანში გამოაცხადებენ, როდესაც უკანასკნელ დეტალებს გაარკვევენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ანორთოსიდის დაღმასვლის ხანა იწყება! ქეცბაიას გარეშე ეს გუნდი 0-ია
ზურა
06:53 07-06-2022
2
მაგარო წინ წინ სიტყვის კაცო არავინ სეგედრება
pepe
09:21 07-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული