დავა მოგებულია - "ვალენსია" მამარდაშვილის გამო "რუსთავს" ფულს გადაუხდის

AutoSharing Option
SILA International Lawyers-ი იუწყება, რომ FIFA-ს დავების განმხილველმა პალატამ "ვალენსიას" "რუსთავისთვის" ფულადი კომპენსაციის გადახდა დაესკირა.

როგორც იცით, მამარდაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, ამ კლუბში კი თამაშის საშუალება არ ეძლეოდა, რის გამოც 2019 წელს "რუსთავში" გაანათხოვრეს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

სწორედ ამის გამო "რუსთავმა" ესპანელებს ფეხბურთელის აღზრდისთვის, განვითარებისთვისა და ვარჯიშისთვის კომპენსაცია მოითხოვა. როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, FIFA-ს დავების განმხილველმა პალატამ დააკმაყოფილა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის კომპენსაციაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ივლისში "ვალენსიამ" თბილისის "დინამოდან" მამარდაშვილი ინათხოვრა, ამავე წლის 31 დეკემბერს
კი ფეხბურთელი 800 000 ევროდ გამოისყიდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მშვენიერია, რაც შეიძლება მეტი ფული უნდა მოვქაჩოთ საქართველოში :) ოღონდ იმედია მანქანებს (ალბათ ჯიპებს) არ იყიდიან და კლუბის განვითარებას მოხმარდება ეგ თანხა!
ფეოლა
11:05 08-06-2022
3
ლოგიკურად ეს თანხა ვალენსიამ დინამოს უნდა მოსთხოვოს უკან ტრანსფერის თანხიდან.
დათა თუთაშხია
12:27 08-06-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული