მამარდაშვილი "ტოტენჰემში" გამოირიცხა - გატუზოს გიორგის კონკურენტად თავისი ძველი შეგირდის მოყვანა უნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის "ტოტენჰემში" გადასვლა ამ ზაფხულს გამოირიცხა.

როგორც იცით, პიერლუიჯი გოლინის წასვლის შემდეგ ლონდონელები ახალ მეკარეს ეძებდნენ და იპოვეს კიდეც.

გუშინ "სპურსმა" ოფიციალურად გვაუწყა, რომ "საუთჰემპტონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით 34 წლის ვეტერანი კიპერი ფრეიზერ ფორსტერი დაიმატა, რითაც უგო ლორისის დუბლიორი იპოვა და ამ პოზიციაზე პრობლემა გადაჭრა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ "ტოტენჰემი" სწორედ გიორგის ტრანსფერზე იმუშავებდა. 

"ვალენსიაში" კი "მამარდას", შესაძლოა, ახალი კონკურენტი გამოუჩნდეს. ჯერჯერობით არ გარკვეულა ბოლომდე, წავა თუ არა იასპერ
სილესენი, თუმცა "მესტალიიდან" ნიდერლანდელის აბარგების ალბათობა ძალიან დიდია.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ახალი მეკარის ძიება უკვე დაიწყო და თავის ძველ ნაცნობსაც დაუკავშირდა.

საუბარი დავიდ ოსპინაზეა, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

კოლუმბიელს რამდენიმე ვარიანტი აქვს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ოსპინა გატუზოს ერთ-ერთი ფავორიტი მეკარეა და "ნაპოლიში" მუშაობისას ფსონს სწორედ მასზე დებდა.

როგორც ჩანს, მამარდაშვილი ამ ზაფხულსაც "მესტალიაზე" დარჩება, მისი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი კი, წესით, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ უნდა გაირკვეს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სილესენი თუ წავიდა ვალენსია რომ არ დარჩება გიორგის იმედზე ეს ისედაც ცხადია, გიორგიმ გააგრძელოს შრომა და ყველა კონკურენციას გაუძლოს ეს სეზონი მის კარიერაში გადამწყვეტი იქნება მისი წარმატებისთვის
Soso
11:20 09-06-2022
0
რა თქმა უნდა ოსპინაც არანაკლები კონკურენტი იქნება ვიდრე სილესენი,მაგრამ სწორედ ასეთ კონკურენციაში იზრდება ფეხბურთელი და კლასს იმაღლებს.ოსპინა არსენალის და ნაპოლის მეკარეა და პლუს კოლუმბიის შემადგენლობაში 2ჯერ ითამაშა მსოფლიოზე. Გიორგისაც არ ექნება მოდუნების საშუალება და უფრო და უფრო მეტი მუშაობა მოუწევს საკუთარ თავზე. Თან ბოლობოლო ოსპინაზეა საუბარი და არა კურტუაზე და ნოიერზე.
Მეზღვაური
11:40 09-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული