"ახლა კიდევ სადმე რომ გადავიდეს და არ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად გატყდება..." - "ჩაკვეს" მენეჯერი გიოზე საუბრობს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერმა გოგა გახოკიძემ "პირველი არხის" ეთერში, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტში" 22 წლის ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა:

"ყველამ ვიცით, როგორი ტრავმები გადაიტანა, რამდენი გამოტოვა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვითდაჯერების მოსვლა. "ჰამბურგშიც" ისე მოხდა, რომ არ წაუვიდა თუ მწვრთნელმა ცოტა ისეთი თვალით შეხედა, ცოტა ისეთი გასაგებია, მაგრამ მართლა დასანანია, რომ ეგეთ ფეხბურთელს და ასეთ ტალანტს, რომელმაც ერთა ლიგის პირველი გათამაშება ნაკრებს მოაგებინა, ასე დაემართა... აუცილებლად უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს, ესაა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. 22 წლისაა, უფრო უნდა მოინდომოს, თავის თავზე იმუშაოს,
რათა არც ერთი მწვრთნელი და არც გუნდი არ ალაპარაკოს, რომ, ვთქვათ, ვარჯიში ეზარება ან რაღაც მსგავსი. უნდა იმუშაოს ბევრი და ყველაფერი გამოუვა. მას აქვს იმხელა რესურსი, რომ დიდ დონეზე ითამაშოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკრებსაც გამოადგება მომავალში.

"გენტთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს, ტრავმების გამო უხანგრძლივებდნენ... ქეცბაიას კვიპროსში უნდოდა წაეყვანა, ძალიან უნდოდა თან, თუმცა თვითონ წამოვიდა "ანორთოსისიდან". კონკრეტული შემოთავაზება ჯერჯერობით არ არის. ბელგიაში დარჩენაც არ უნდა, რადგან მწვრთნელთან გარკვეული პრობლემები აქვს. იქ იმ სპეციალისტმაც ხელშეკრულება 2 წლით გააგრძელა. თვითონ უნდა იფიქროს, წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც ითამაშებს. ახლა კიდევ რომ გადავიდეს სადმე და კიდევ არ ითამაშოს, ფსიქოლოგიურად გატყდება".

კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმაც, გოჩა ჯამარაულმაც:

"საინტერესოა სანიოლის აზრი, გიბრალტართან დააყენა, შემდეგ განაცხადში არ იყო. არ ვიცი, ამ ბიჭს როგორი ხასიათი აქვს. ხომ არ შეეტყო რამე, რომ გამოცვალა ან არ დააყენა. აქ გიბრალტართან ცუდად მართლა არ უთამაშია. ის ჩაკვეტაძე არაა, მაგრამ კარგად ითამაშა. შემდეგ ორი თამაში რომ 18 კაცში ვერ ხვდები, საინტერესოა. ამ მომენტში ჩაკვეტაძემ ხასიათი უნდა გამოაჩინოს. ესაა ფეხბურთის ტრავმა, რომელიც ბევრს გადაუტანია. ევროპა ისეთი რაღაცაა, რომ იქ თუ შენი ხასიათი არ გამოაჩინე, ხელს არავინ ჩაგკიდებს და გათამაშებს. თუ მგელი არ ხარ, ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ გამოვა. საქართველოს ჩემპიონატშიც თამაში უნდა. ვარჯიშზე თუ არ დაიხარჯე, ზოგადად ვამბობ, გიოზე არ ვიძახი, თუ 100%-ით თამაშსა და ვარჯიშზე არ დაიხარჯე, სადაც უნდა იყო, შენ მწვრთნელი არ გათამაშებს. სათამაშო დისციპლინა რა არის, პირველი - მწვრთნელი რასაც დაგავალებს, ჯერ იმას აკეთებ, იმის იქითაც თუ აკეთებ, უკვე ძალიან მაგარი ხარ".

ვლადიმერ გუცაევმაც "ჩაკვეზე" საკუთარი მოსაზრება შემოგვთავაზა:

"თქვენ ევროპაში ითამაშეთ და იცით, რომ ევროპაში თამაში ძალიან ძნელია, მით უმეტეს, იქით, დასავლეთში. რაც უფრო დასავლეთია, მით მეტად სერიოზულია ფეხბურთი. შოთა არველაძემაც ილაპარაკა, თუ როგორ ვარჯიშობენ. შოთას რომ გაუკვირდება ტემპი და ვარჯიშზე დატვირთვები, არ ვიცი. ამიტომ მოინახოს ისეთი გუნდი, თუნდაც თბილისის ან ბათუმის "დინამო", სადაც ითამაშებს, აღიდგენს თავის ყველაფერს, იმიტომ, რომ ეგ რომ ჩვეულ ფორმაში იყოს. ნაკრები როგორი იქნება, აქეთ კვარაცხელია, იქით ჩაკვეტაძე, უკან კარგი ბიჭები არიან, დაცვაში იგივე კაშია, კვირკველია. იმედია, ყველაფერი გამოვა".


მკითხველის კომენტარები / 30 /
როგორც ვიცი ფიფია ესაუბრა დინამოში დაბრუნებზე ჩაკვეს და თუ ითაკილა მისი პრობლემაა თუ ვეღარ განვითარდა უთამაშებლობის გამო,ჩამოვიდეს დინამოში და 2,3თვეში ძველი ჩაკვე გვეყოლება
საქმე
14 ივნისი 2022 13:14
2
როგორც ვიცი ფიფია ესაუბრა დინამოში დაბრუნებზე ჩაკვეს და თუ ითაკილა მისი პრობლემაა თუ ვეღარ განვითარდა უთამაშებლობის გამო,ჩამოვიდეს დინამოში და 2,3თვეში ძველი ჩაკვე გვეყოლება
საქმე
14 ივნისი 2022 13:14
1
როგორც ვიცი ფიფია ესაუბრა დინამოში დაბრუნებზე ჩაკვეს და თუ ითაკილა მისი პრობლემაა თუ ვეღარ განვითარდა უთამაშებლობის გამო,ჩამოვიდეს დინამოში და 2,3თვეში ძველი ჩაკვე გვეყოლება
საქმე
14 ივნისი 2022 13:13
1
კვარას ურთულესი ფსიგოლოგიური პრობლემები ჰქონდა უდიდესი წნეხის შედეგად და მოერია თავს მაგრად, ასე რომ მოინდომოს თუღა უნდა თამაში, კაცი თუ ხარ ესეა, თუ არადა ხალხს ნერვებს ნუღარ უშლი და ჭამე რაც იშოვე და წადი, ვარჯიში და გართობა არ გამოდის ერთად, უნახავის მომენტია სამწუხაროდ
???????????????
14 ივნისი 2022 13:09
2
თავისი გადასაწყვეტია, იმუშაოს საკუთარ თავზე თუ "ორი " კაპიკი რომ იშოვა იმითი დაკმაყოფილდეს. ცუდია ხალხი ესე რომ ფიქრობს, აძლევს ამის უფლებას რომ იფიქროს და იმიტომ. თავად არ უნდა ეტყობა უკეთესობა, ყველა კი სიზარმაცეს აბრალის.........
kaxa
14 ივნისი 2022 13:04
1
ამ ბიჭს რომ ვგულშემატკივრობ და მინდა დაიბრუნოს 2018 წლის ფორმა, შემართება და ხასიათი, ეგრე არავის. ძალიან, ძალიან ნიჭერია, თუ უკვე მოირჩინა ფიზიკური ტრავმა და მხოლოდ ფსიქოლოგიურზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გადალახოს და მოვიდეს ხოდზე. ჩაკვე, მიდი რა, ძურად მოინდომე, გადალახე ყველაფერი და გაგვახარე.
JABA
14 ივნისი 2022 12:59
1
მეც იგივეს ვფიქრობ, წარმატებები გიოს.
გიზოგ
14 ივნისი 2022 13:22
1
ჯერ კიდევ აქვს დრო. ჭირდება ხასიათი, შრომა და დისციპლინა. და კიდევ, თუ ფეხბურთი მისი ცხოვრების აზრი არ გახდა, დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს. ეს უნდა გაიგოს და ყველაფერი კარგად იქნება. ნიჭი დიდი აქვს და თუ ახლა გაფლამგა, მთელი ცხოვრება ვერ აპატიებს თავს. თბილისის დინამოში დაბრუნება? შეიძლება ამ ეტაპზე სწორიც იყოს. ყოველ შემთხვევაში სათადარიგოდ ჯდომას ჯობიაფორმის დასაბრუნებლად.
არტ
14 ივნისი 2022 12:53
1
ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი ეს არის შუახაზი.
რატომ არის რეალ მადრიდი დღეს შეუჩერებელი? იმიტომ რომ უძლიერესი შუახაზი ყავს.
თუ ნაკრებში ამ პრობლემას არ მიეხედა დიდი შედეგები ვერ გვექნება.
იმედია კიტეიშვილი შევა ფორმაში და ჩაკვეტაძე ათამაშდება. ამ 2 ფეხბურთელზე თუ იქნება გათვლა, სხვა ამ ეტაპზე არ ჩანს
las
14 ივნისი 2022 12:51
2
დასვას ვინმემ პირდაპირ ეთერში და ჩვენ, მისი გულშემატკივრები კითხვებს დავუსვავთ. ეს პირველ რიგში მისთვის იქნება, კარგი. ჩვენც ჩამოგვიყალიბდება აზრი მის შესახებ. ამისთანა ტალანტის განიავება, მგონია არ შეიძლება! გასკდა გული. ,,მოიხოდე,, რა გიორგი, ჯერ წინ გაქვს ყველაფერი.
100%
14 ივნისი 2022 12:46
1
ქალის ბრალი მგონია მე !!! ან უქალობის! რავიცი რავიცი , აბა რას დავაბრალო მეც არ ვიცი/
Vasili
14 ივნისი 2022 12:14
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული