"ჰამბურგმა" იჯარის წესით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი არ გამოისყიდა და მას "გენტში" დაბრუნება მოუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
demorgen-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძე და ანდერსონ ნიანგბო 1-ელ ივლისს "გენტში" გამოცხადდებიან, მაგრამ მათი კვლავ იჯარით გაშვების ალბათობა მაღალია.
voetbalkrant-ის ცნობით, "გენტს" ჯერ კიდევ აქვს სამუშაო მომსვლელი და წამსვლელი ფეხბურთელების მხრივ. ნიანგბოს და ჩაკვეტაძის დაბრუნება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა მათ და ოსმან ბუკარის, სავარაუდოდ, ისევ სხვა გუნდებში გაუშვებენ.
მოკლედ, ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით მოუწევს წასვლა, გასარკვევი მხოლოდ ისაა - სად.
შენი იმედი გვაქვს გიოოო! ირბინე და ამასობაში მყიდველიც გამოჩნდება, რეალური მყიდველი, თორე სიაბანდებს რა დალევს ამ ქვეყნად..
რა უფლებით ერევით სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში, არ გიტყდებათ?
ჩვეულებრივი ორღობის ჭორიკნებად იქცნენ ქართველი კაცები.
ოღონ სხვის ცხოვრებაში ცხვირი ჩააყოფინე და :)))
რომ ჰკითხო ფეხბურთის გულშემატკივრები არიან...
ვინ დავჩაგროთ არასწორად ჩაკვე რომ მივიდეს ბათუმში??
ტეიდი?
მამუჩა?
ფალავანდა?
ალთუნა?
ჯიღაური?
ააა გაფრინდაშვილი ამოვაგდოთ ან დავითაშვილი ოღონდ ჩაკვემ ითამაშოსო არა?
რადინი თუ გავაგძელოთ სია რომ აირჩიოთ?
ჯერ უყურეთ თამაშსს გადახედეთ ბათუმის დინამოს სკამს და მერე თქვით ესეთი ჭკვიანური რჩევა..
თვითონ თქვა თბილისის დინამოს ბოსებს შევხდიო და აცალეთ იქ მეტი შანსი აქვს ძირითადში თამაშის, მითუმეტეს ვინმე ყავს თბილისის დინამოს ან ფიფიას ჩაკვეზე უკეთესი?
გამახსენეთ აბა?
და ბოლოს ეგრე თუა გვიჭირს და იქნებ უეფამ შეგვიფაროს და პირდაპირ ჯგუფში ჩაგვსვას არ ვართ დასაკარგი ხალხი..
დავიბრუნოთ ძველი ჩაკვე