"ყარაბაღმა" გუგეშაშვილის კონტრაქტი გამოისყიდა

AutoSharing Option
azerisport-ის ცნობით, "ყარაბაღმა" მეკარე ლუკა გუგეშაშვილის სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელა.

გამოცემა იტყობინება, რომ პოლონურ "იაგელონიასთან", რომელთანაც ქართველს კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მას აზერბაიჯანულმა კლუბმა სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

გუგეშაშვილი "ყარაბაღში" თებერვალში იჯარის წესით გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული