Sport-express: ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, 19 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვში დაბრუნდა, "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად დღეს კლუბის ბაზაზე გამოცხადდება და მის შემდგომ პერსპექტივას მწვრთნელი სლავიშა იოკანოვიჩი შეაფასებს.

"თუ ისევე, როგორც ერთი წლის წინ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, რომ ფეხბურთელი რეალური კონკურენციისთვის მზად არ არის, მის საკითხს გადაწყვეტენ. თუ მზადაა, გუნდში დარჩება", - წერს გამოცემა.

გასულ სეზონში გაგნიძე იჯარის წესით "ურალში" ასპარეზობდა, შემდეგ კონტრაქტი შეაჩერა და პოლონურ "რაკუვში" გადავიდა.

გაგნიძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 56 /
გული დამწყდა, აი კიდევ ერთი შეცდომა 5 წლიანი კონტრაქტი აქვს დადებული დინამო მოსკოვთან. როდის გავა ეს დრო? ამ ღორებთან უნდა იყოს მანამდე!?. ხვიჩა ძლივს დაუძვრა რუსეთს ეხლა ესაა დასახსნელი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01:13 21-06-2022
4
ქართველი ხალხი: წინ ევროპისკენ!
ქართველი ფეხბურთელები: წინ რუსეთისკენ!
Vertical
03:09 21-06-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული