წულუკიძეს და გაგნიძეს რუსეთიდან წამოსვლა შეეძლებათ - ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
ფიფას საბჭოს ბიურომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა.

უცხოელ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს უფლება ექნებათ, 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ სამუშაო კონტრაქტი.

ფიფას წინა გადაწყვეტილებით, რომელიც ამა წლის 7 მარტს იყო მიღებული, ლეგიონერებს კონტრაქტის შეჩერება 2022 წლის 30 ივნისამდე შეეძლოთ.

როგორც იცით, რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო დღეებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაბრუნდა. საუბარი ლუკა გაგნიძესა (მოსკოვის "დინამო") და ლუკა წულუკიძეზეა ("ურალი").

ახლა ამ მოთამაშეებს შეუძლიათ კონტრაქტები შეაჩერონ და ახალი გუნდი თავისუფლად მოძებნონ...
მკითხველის კომენტარები / 11 /
არსადაც არ აპირებენ წასვლას, წამსვლელები დიდი ხანია წავიდნენ, ესენი ჩვეულებრივი რუსული ხომალდის მგზავრები არიან."Z"ამოიტვიფრეთ გავაზე.
რეზო
16:33 21-06-2022
24
უკვე სანტა ბარბარას დაემაგავსა ამათი ამბავი(((((
Rati
16:00 21-06-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული