წულუკიძეს და გაგნიძეს რუსეთიდან წამოსვლა შეეძლებათ - ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
ფიფას საბჭოს ბიურომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს კლუბების დროებით დატოვების ნებართვა გაუხანგრძლივა.

უცხოელ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს უფლება ექნებათ, 2023 წლის 30 ივნისამდე შეაჩერონ სამუშაო კონტრაქტი.

ფიფას წინა გადაწყვეტილებით, რომელიც ამა წლის 7 მარტს იყო მიღებული, ლეგიონერებს კონტრაქტის შეჩერება 2022 წლის 30 ივნისამდე შეეძლოთ.

როგორც იცით, რუსეთის პრემიერლიგაში ბოლო დღეებში ორი ქართველი ფეხბურთელი დაბრუნდა. საუბარი ლუკა გაგნიძესა (მოსკოვის "დინამო") და ლუკა წულუკიძეზეა ("ურალი").

ახლა ამ მოთამაშეებს შეუძლიათ კონტრაქტები შეაჩერონ და ახალი გუნდი თავისუფლად მოძებნონ...
მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი წელი კიდევ მისცეს.იმედია, ამ დროში მიხვდებიან რა შეცდომას უშვებენ.მერე კი,ევროპამ შესაძლოა არაფორმალური მგლის ბილეთებიც გამოუწეროს,რუსეთში ნებით დარჩენილებს და აღარავინ მიიწვიოს,საკუთარ გუნდში.
სოსო
23 ივნისი 2022 13:49
1
სცორედ გააკეტეს რო ცავიდნენ რუსსეტსში ხვიცჩა საიდან მოჰდა ევროპაში რუბინიდან
david
22 ივნისი 2022 13:44
10
ახლა ეს კომენტარი არ დაბლოკოთ,არ დაბლოკოთ.ჯერ ერთი ამ ბიჭების ბრალი არ არის უკრაინაში რაც ხდება,მერე კიდევ თვითონ დასავლეთში მოიკითხონ ომის დაწყების მიზეზები და აუცილებლად მიაგნებენ სიმართლეს თუ ვინ წაახალისა ეს სასაკლაო უკრაინაში,ფეხბურთის თამაში აცადონ ამ ბიჭებს ვიღაც ვიღაცეებმა,თავიანთი შრომით კი მალე იმედია უკეთეს გუნდებში და ჩემპიონატებში ითამაშებენ ეს ბიჭები.
qomagi
22 ივნისი 2022 13:40
8
მხოლოდ ივნისამდე მიეცათ კონტრაქტის შეჩერების უფლება. ომის დაწყებიდან ეგრევე რომ წამოვიდნენ და აქებდით აქ, მაშინვე ვიცოდი, რომ ივნისში უნდა დაბრუნებულიყვნენ. კვარას დააგვიანდა და ლანძღავდით, იმას ვერ ხვდებოდით, რომ ეგ ბიჭი საერთოდ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა და სულ სხვა სიტუაცია იყო.
რაც მოგიგდეს ის დაიჯერეთ და ახლა ეგ რეაქცია რაც გაქვთ ძალიან სასაცილოა :))
ფიფას მოკითხეთ ეგ კანონი და მადლობელი ვიყოთ, რომ ხვიჩამ მოახერხა თავის დაღწევა.
!!
22 ივნისი 2022 00:46
1
ამათი ფეხბურთი იქნება პირველ მერსედესამდე და იქ დამთავრდება.
როკო
21 ივნისი 2022 20:48
8
ხოდა უშველეთ ამ ბავშვებს.რუსეთში ხვიჩასაც გააფუჭებდნრნ.რო არ გამოესწრო
იმერელი
21 ივნისი 2022 18:27
3
Ეხლა ვნახავთ ვინ რისთვის და რატომ დაბრუნდა. Იმედია არ დარჩებიან!
Ნიკა
21 ივნისი 2022 17:36
3
თუ იღებთ კანონს მიღეთ კონკრეტული (ან სამუდამოდ დატოვონ ან დარჩნენ თავიანთ კლუბებში) რაარის დროებით კლუბის დატოვება?(უკვე მეორედ) შემდეგ კიდევ გადახედავენ მდგომარეობას, და იტყვიან დაუბრუნდნენ თუარა ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს...ან ისევ დროებით დატოვონ კლუბი და იმოგზაურონ ფეხბურთელებმა ესე კლუბიდან კლუბში...რაქნას ამ ბიჭებმაც როცა კონკრეტულად არაფელია გადაწყვეტილი...ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდების მდგომარეობაში არიან...
romandro
21 ივნისი 2022 17:29
3
იმ მდგომარეობას ჯობია რაშიც რუსი სპორტსმენები აღმოჩნდნენ, არჩევანის საშუალება აქვთ
***
21 ივნისი 2022 19:38
1
არსადაც არ აპირებენ წასვლას, წამსვლელები დიდი ხანია წავიდნენ, ესენი ჩვეულებრივი რუსული ხომალდის მგზავრები არიან."Z"ამოიტვიფრეთ გავაზე.
რეზო
21 ივნისი 2022 16:33
24
უკვე სანტა ბარბარას დაემაგავსა ამათი ამბავი(((((
Rati
21 ივნისი 2022 16:00
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული