ცნობილი ხდება, ვის წინააღმდეგ ჩაატარებს კვარაცხელია სადებიუტო შეხვედრას "ნაპოლიში"

AutoSharing Option
მომავალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, "ნაპოლის" პირველი მეტოქე ცნობილი გახდა და ის სამოყვარულო კლუბი "ანაუნია" იქნება.

სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩში შედგება ნეაპოლელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, "ანაუნია" სამოყვარულო გუნდია. ის აქამდე ორჯერ შეხვდა "ნაპოლის" და ორივეჯერ არასაფეხბურთო ანგარიშებით (0:12, 0:17) დამარცხდა.

შეხვედრა 14 ივლისსაა ჩანიშნული.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩა ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ეს ყველა სანაკრებო თამაშში დაამტკიცა. იტალიელ მცველებსაც მშვენივრად მოუვლის. და ეს სკეპტიციზმი არ არის საჭირო.
თეიმურაზ კვიტაიშვილი
22:42 24-06-2022
1
ასე მგონია გიორგი სანაია წერს კვარაზე ამ ნეგატიურ კომენტარებს
ილიავარ...
15:25 24-06-2022
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული