"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი

AutoSharing Option
ხვიჩას შინ და გარეთ მრავალი მოშურნე ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო, უცხოურ მედიაში დიდი აჟიოტაჟია. ამჯერად ქართველის შესახებ სკეპტიკურ-ცინიკური წერილი "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა, რომელიც ტრანსფერს თავიდანვე აქტიურად აშუქებდა. ზოგიერთი, ალბათ, გვისაყვედურებს, რუსული პრესის აზრი რა მოსატანიაო, მაგრამ მკითხველმა ყველას დამოკიდებულება უნდა იცოდეს, ხვიჩამ კი ყველას უნდა დაუმტკიცოს, რა შეუძლია და ყველას ხმა ჩააკმენდინოს.

ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა
გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს.

"ნეაპოლური გუნდი აპენინებზე
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია.

ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში.

Sportall.Ge

ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად  MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება.

საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები.

Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად.

ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !"

და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი".

altკვარაცხელიას ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესოობას იტალიური გამოცემები გამოეხმაურნენ

altცნობილი ხდება, ვის წინააღმდეგ ჩაატარებს კვარაცხელია სადებიუტო შეხვედრას "ნაპოლიში"

alt"ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა... აი, ამიტომ წაიყვანეს ის "ნაპოლიში" - სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 56 /
ჰმ. ჯერ საერთოდ ვინ გაბედავს ვინ დაწერს ასეთ სტატიას სხვა ეროვნების ფეხბურთელზე ასეთ რამეებს რუსების გარდა არავინ აკეთებს. და აზრზე ხართ რა გაბედეს ამ წკვინტლიანებმა პრიმატებმა რუსული პრესა იტალიურ პრესას აკრიტიკებს. რუსებმა როგორც იქნა გაბედეს და ეხლა უკვე იტალიელებს დაუწყეს დაგესლვა ისე როგორც ქართველებზე იგესლებიან. რაო, კბილს უსინჯავენ იტალიელებს?)) და ეს ყველაფერი ქართველი გულზე, რადგან ფაქტია მთელი იტალია აქებს და დადებითაე ახასიათებს. სხვა გზა არა აქვთ დამპალ რუსებს, ქართველის დასაკნინებლად ეხლა უნდა გაბედონ და იტალიურ პრესასაც დასცინონ (თითქოს დანარჩენი მაოგლიო არ აქებს ხვიჩას). ხოდა უნდა ეს ეხლა უნდა გადათარგმნო და ნეაპოლელებს წააკითხო. მაგათ ისედაც არ ევასებათ ჩრდილოელები სტადიონზე სულ NODRDI BASTARDI!!! ს გაყვირიან (ჩრდილოელო ნაბი### ვრებო!!!) და ამ რუსებს სულ ამოუტრიალებენ ალბათ ჯოშს და ჯილაგს რა უნდოდათ ამ უბედურებს ჩვენ ქართველები არ ვყოფნიდით.

მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის სადაც წერენ რომ...

"ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში,"


მაკედონია რომელმაც იტალიას მოუგო ეხლახან და საქართველოს ჩემპიონატი როცა ქართული გუნდმა მოსკოვის დინამო გამოაგდო საკვალიფიკაციოდან ესეც ეხლახან.

მაგის გარდა შვედეთს რომ 2:0 მოვუგეთ ხვიჩას დუბლით მაგას საერთოდ ვერ ბედავენ მაგის ხსენებას სისხლს ფსავენ დღემდე როგორც ეტყობა. ასე რომ, ...

Молчать. Суки.

თქვენი წამება ეხლა იწყება.
Mdaa.
26 ივნისი 2022 06:05
9
100 % გეთანხმები. 4 დიზლაიქი ვინც დაწერა (შემთხვევით დაწერილს არ ვგულისხმობ) რუსეთუმეა. გადაშენდით რუსებო და მსოფლიო დამშვიდდება. რაც შეეხება ხვიჩას მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. მინდა იტალიელებს მარადონა დაავიწყო და რუსები შურისგან დახეთქო. ჩვენ ხომ 4 მილიონი პატარა ერი ვართ. შენ ამ 4 მილიონში კაშკაშა ვარსკვლავი ხარ. უბრალოდ შენი თამაშით გვასიამოვნე. საქართველოს უყვარხარ. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
26 ივნისი 2022 09:31
5
ამ დაკომპლექსებულ, ჩამორჩენილ, ნახევრადველურ ქვეყანაში ჟურნალისტების დონეც შესაბამისია ბუნებრივად. ვითომ ანგლობს თავის ჭკუაში. კვარა ამათი დასაცინი ყოფილა, ამ უნიჭოების. 120 მილიონში 11 კაცი ვერ შეურჩევიათ ფეხბურთი რომ ითამაშოს ნორმალურად. თუმცა ახლა აღარც ჭირდებათ. ისხდნენ ახლა იმ თავის მუხასრანსკებში და სხვის წარმატებაზე გულზე გასკდნენ!
არტ
26 ივნისი 2022 10:10
3
ჟურნალისტი ვახო სანაია, მისი დანი და ძმანიც, რეებს წერდნენ ხვიჩაზე? ისე, რომ აქედან დაიწყეთ და სხვას ნუ მიახტებით!
ობიექტური
26 ივნისი 2022 12:12
11
მე ვერცერთი ქვეყნის ჟურნალისტების დამცველად ვერ გამოვდგები, მითუმეტეს რუსების, მაგრამ აქაური ჟურნალისტების მართლაც და შეუფერებელ საქციელებს, რომ ვუყურებ, რომლებიც ყოველგვარ ზღვარს გადადიან და არეულობას და ქაოსს იწვევენ, ვიზე რა გვაქვს სალაპარაკო?
Temo
26 ივნისი 2022 12:03
3
ყველა გამოხმაურება
რუსების შურიანობის შესახებ რომ დავწერე აქ საკუთარმა თანამემამულებმა მომაყენეს შეურაცხყოფა, დაბოღმილი ხარო.
რუსებზე და ჩეჩნებზე თუ ვინმე იბოღმებოდა არვიცოდი...
რუსები იყვნენ რომ გვეუბნებოდნენ, ქართველებმა გააფეტიშეთ თორე ისე დიდი არაფერი ფეხბურთელიაო, სლუცკიმ არ თქვა პირდაპირ ეთერში? ერთი დოლარიც არავის შემოუთავაზებიაო და არავის უნდაო :) ტყუილად დაახვიეთ თავბრუ და ასე თუ გააგრძელა რუბინის სასტარტოშიც ვეღარ მოხვდება, არათუ დიდ გუნდშიო. ნუთუ ვერ ხედავთ როგორ უგდებდნენ მოტივაციას?
ერთი ჩაგდებული თამაშის მერე რუბინის გვერდზე საშინელი დამამცირებელი კომენტარები იწერებოდა...
მაგათი ჭაობი ჩემპიონატი ცოტა ხნით მაინც რომ გახადა ყურებადი მისი მადლობლები უნდა იყვნენ.
კარგად ექცევიან ქართველებსო აქ ვიღაცა შემეპასუხა, კარგად ბატონიც ექცევა მონას, თუ მისგან სარგებელს ელის.
როცა ხედავს, რომ მის გარეშე აპირებ წარმატების მიღწევას და აღწევ, მერე უკვე აღარ გექცევა კარგად.
რუსეთ საქართველოს ურთიერთობას ძალიან ჰგავს ხვიჩას და რუბინის ურთიერთობა:))
კიდე ბევრს დაწერენ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხვიჩამ ნაპოლიში თამაშები ჩააგდოს.
როგორ ბაყაყებივით აყიყინდებიან...
ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ არამარტო რუსეთში.
თუმცა ქართველები იმით მაინც იმართლებენ თავს, მისთვის კარგი გვინდა და იმიტომ ვლანძღავთო :))
!!
26 ივნისი 2022 12:08
11
აქ რომში ყველა დიდი თუ პატარა,მიუხედავად იმისა ის ლაციოს,რომას,თუ იუვენტუსის გულშემატკივარია ყველა ხვიჩაზე საუბრობს,ნეაპოლის ფანები საერთოდ ჭკუაზე არ არიან,მოლოდინი დიდია!წარმატებები ჩვენო იმედო!
კახა
26 ივნისი 2022 11:44
3
ვეთანხმები "დევნილი"ს კომენტარს 100% ით. რა გვაქვს რუსებისთვის სამადლობელი ხალხო?
რუსეთმა უდიდესი ნაბიჯი გადაგვადგნევინა უკან, რუსეთი რომ არა ევროპაში ვიქნებოდით და ევროპული გუნდებისთვის ასე უცხო არ იქნებოდნენ ჩვენი ფეხბურთელები. დასავლური კულტურაც და სპორტიც რუსეთის გავლით რატომ უნდა შემოსულიყო ჩვენთან, ან ჩვენ რუსეთის გავლით რატომ უნდა გავდიოდეთ დასავლეთში, როცა თავად ვართ დასავლური კულტურის ნაწილი და ბერძნული მითოლოგია კოლხეთის და აქური ამბების გარეშე უბრალოდ არარსებობს. ჩვენი ფესვები დაგვავიწყა რუსეთმა და ტვინს ჩაგვიბეჭდა, რომ ჩვენ ვართ ველური, გაბურძგნული, მოძალადე კავკასელები, რომლებშიც კულტურა რუსებმა შემოიტანეს, წერა-კითხვა გვასწავლეს და ადამიანებად გვაქციეს.(წაიკითხეთ "მგზავრის წერილები")
სად იყო რუსეთი, ჩვენ რომ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით? ყველაზე მეტად მეზიზღება ურაპატიორიზმი, მაგრამ რასაც ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით არის და არა ინფანტილური სადღეგრძელოებით.
ვერ იტანს რუსეთი, როცა მის გარეშე აღწევს წარმატებას ქართველი. ხვიჩა თუ გახდა მსოფლიო დონის ფეხბურთელი, დაყვედრებები მაშინ ნახეთ, რუსეთი რომ არა ვერაფერს მიაღწევდაო ასე დაგვიწერენ,
ისედაც ეგრე ფიქრობენ და ნუ უწყობთ ამაში ხელს!
ჩვენ რომ უკან დახეული ვართ ყველა სფეროში, უდიდესი წვლილი მიუძღვის ამაში რუსებს. ჩვენი სახელოვანი საბჭოთა დროინდელი ფეხბურთელები, ვინ იცოდა მსოფლიოში რომ ქართველები იყვნენ? საკუთარი ქვეყნის სახელით ვერაფერი გაგვქონდა და ჩვენს ნიჭიერ ხელოვანებს თუ სპორტსმენებდ რუსებად თვლიდნენ, ამაზე მეტი ტრაგედია რაღა უნდა იყოს!!
ამიტომაც ვერ მოვიკიდეთ ფეხი ამდენი ხანი დასავლურ სფეროში და კიდევ არსებობს ხალხი, ვინც რაღაც გამოგონილი შიშების გამო ისევ უკან, რუსეთისკენ მიგვათრევს!!


Skeleton
26 ივნისი 2022 14:27
11
ალტ ინფოს ნარატივზე რა კომენტარი გავაკეთო აბა?
თქვენ გადაუხადეთ მადლობა რუსეთს და მე (ჩვენ) ნუ გამრევთ ამ საქმეში. მე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე თუმცა ისტორია ძალიან კარგად ვიცი.
რომ არ შემოსულიყო "სიკვდილი ცელით" 1921 ში, გაცილებით მეტს მიაღწევდა ეს ქვეყანა.
თან დაგიპყრეს და თან დაგაჯერეს თავიანთ უძლეველიბაში, ზუსტად ასე ხდება ანექსია არამარტო ტერიტორიის არამედ გონების.
რა რუსეთი რომ არ ყოფილიყო გავქრებოდით? პირდაპირ კრემლის პროპაგანდას მივრცელებთ ჩემი კომენტარის ქვეშ?
რას გვანან ქართველები ჩვენს გარეშეო ეგრე რომ იძახდნენ?
კარგით რა!
ზუსტად ეგაა რაც რუსეთს უნდა, დაარწმუნოს თავიანთი ქვედევრდომები, რომ მის გარეშე დავიკარგებოდით...


Skeleton
26 ივნისი 2022 18:51
2
დიდი თურქობის დროსაც ღრუსებმა გადაარჩინეს ქართველი ერი გაქრობას?! თუ მეცამეტედან მეთვრამეტე საუკუნემდე ღრუსები გვიცავდნენ, ვანია?! გეორგევსკის ტრაქტარტატის დარღვევა (ომში რამდენჯერმე მიტოვებულ ერეკლე მეორეზე არაფერს ვამბობ, მიზეზი ისედაც ნათელია), ქართული სახელმწიფოებრივობის გაუქმება, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი ძარცვა (ნიკოლოზ დურნოვო - ,,ქართული ეკლესიის ბედი''), მოსახლეობის ძარცვა, შეურაცხყოფა და მათზე ძალადობა. როგორი ,,დიდსულოვანი'' საქციელია, არა?! როდის უნდა მოშორდეთ თქვენნაირები? მართლა სამარცხვინოა.
რატი
26 ივნისი 2022 18:29
1
ყველა გამოხმაურება
იმედია კომენტარს გამოაქვეყნებთ. როდის უნდა დაანებოთ თავი ქართულმა სპორტულმა სიტებმა, championat.com, sports.ru და სპორტ ექსპრესის თარგმნას? ელემენტარულ პატარა ინფოსაც მანდედან იღებთ. საერთოდ ვის რაში აინტერესებს რუსი ხვიჩაზე რას წერს, თავის ჯიქიას და ზახარიანს მიხედონ რა
kane
26 ივნისი 2022 08:00
4
რატო მარტო მაგათ? გაგნიძე, ქავთარაძე, ბერიაშვილი და რამდენი "ჯიგრები" ახარებენ რუსის დედის გულს.
რეზო
26 ივნისი 2022 10:52
10
კოდევ ერთი, რამდენიც გინდა იმდენი დისლაიქი დამიწერეთ, უმადურიბა არ მიყვარს! ხვიჩაც და ზურიკოც რუსეთში გახდნენ ისინი, ვინც არიან. რადგან იქ მოთხოვნაც და ყურადღებაც და დახმარებაც დიდი იყო თავიდანვე. წასულიყო ბელგიაში ან უნგრეთში ან ესპანეთში და გვეყოლებოდა კიდევ ერთი არაბიძე და კიდევ ერთი ჭანტურია. 1 გრამით არ ცაკნინებ თვითონ ხვიჩას და ზურიკოს უდიდეს თავდადებას და მონდომებას! მაგრამ დაუნახაობა სანამ გვექნება ვიქნებით ასეთი ბრბო მეგობრებო! აბა ან ბლოკი ან დისლაიქების არმია :)
კაპიტან გარდენბურგი
26 ივნისი 2022 11:54
25
მამარდაშვილმა კრილიადან "გაქაჩა" თუ რასტოვიდან? ხვიჩას საპირისპიროდ რამდენი ჩარჩა და ჩაიკარგა რუსეთში, ისიც ჩამოთვალე. და საერთოდაც რუსეთის სამადლობელი ნამდვილად არაფერი გვაქვს ბოლო 33 წელია მაინც. ზუსტად რუსეთის დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ არ ვართ ევროპის სრულფასოვანი წევრი და ქართველ ფეხბურთელებს არ შეუძლიათ მარტივად წასვლა ევროპაში, ამიტომ მოხვდნენ რუსულ ჭაობში ხვიჩაც და ზურიკოც! სხცა თუ არაფერი აფხაზეთის და სამაჩაბლოს პატრონი არ შეიძლება მადლობას უხდიდე რუსეთს რამისთვის. ისიც ხომ დავინახეთ, რომ არც პოლიტიკა და სპორტია გამიჯნული და არც პოლიტიკოსების და ხალხის პოზიცია.
დევნილი
26 ივნისი 2022 12:47
8
ჯანო ანანიძე - აი შენი ღრუსეთის სპორტული განვითარების სახე. არ მოგეწონა, არა?! ხვიჩას და ზურიკოს იმავეს გაუკეთებდნენ, იქიდან დროზე რომ არ გამოესწროთ. ბრბო და ნახირი მონობისგან ხდებიან, ყველა თქვენნაირ ,,რუსეთის მადლიერები უნდა ვიყოთს'' ვუსურვებ, ეს გაიაზრონ. და კიდევ, აქ არაფერს ვამბობ იმ სპორტსმენებზე, ვინც ,,ველიკი სოვეტსკი საიუზის'' დროს იმიტომ კნინდებოდნენ და იჩაგრებოდნენ, რომ რუსები არ იყვნენ, მათ შორის ბევრი ქართველი. უბრალოდ სამარცხვინოა. გასკდნენ ბოღმით რაშისტები, მშვენიერია, ძალიანაც კარგი! დანარჩენი სათქმელი კი დევნილმა და Skeleton ჩემზე უკეთესად გადმოსცეს.
რატი
26 ივნისი 2022 16:02
7
ყველა გამოხმაურება
ისე ჩვენში დარჩეს და მე ამ სტატიაში შური ბოღმა და დაცინვა ვერ დავინახე ! ნუუ ოდნავ წაკბინეს საქართველოს ჩემპიონატის დონეს მაგრამ ჩვენთან უარესებს იძახიან ჩვენ ჩემპიონატზე ! და კიდევ ნაკრების მეტოქეების დონეზე (ისე საინტერესოა თვითონ როდის მოუგეს სტუმრად ზიდიზედ ასეთი ანგარიშებით ძლიერს თუ არა საშუალო დონის გუნდებს მაინც ? DD) მაგრამ არაუშავს ჯანდაბას მაგათი თავი P არც ისაა გასაკვირი რომ რუსები ყურადღებას აქცევენ ხვიჩას და წერენ ბევრს ბოლო ბოლო ხვიჩა მაგათი ჩემპიონატის მშვენება და ყველაზე ყურებადი ფეხბურთელი იყო და არაფერია აქ გასაკვირი ! ჩვენც ხომ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენგან წასულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს მაგალითად ჩისკოს და სხვებს P
zura222
26 ივნისი 2022 08:10
5
იმბეცილების ფედერაციის იმბეცილი ჟურნალისტი, ამათ არ შეუძლიათ სხვანაირად ცხოვრება. იქ სადაც ძიუბა ყავდათ "ვარსვკლავი" აბა ხვიჩა რა მოსატანია.
ამხელა ქვეყანაა, ამხელა ფინანსები იხარჯებოდა ფეხბურთში და კოკორინზე "დიდი" ფეხბურთელი ვერ აღზარდეს და ყველამ ნახა როგორ ხეხა სკამი ფიორენტინაში.
მალაქია
26 ივნისი 2022 11:20
2
მუდამ ვცდილობდი,მეყურებინა რუბინისათვის,როცა ხვიჩა თამაშობდა.მერე თამაშის შემდეგ,ტელევიზიაში თამაშის განხილვებიც იყო ხოლმე და თითქმის ყოველთვის ხვიჩას დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ.წავიდა რუსეთიდან და ზოგიერთი გამწარდა,ამის გამო.მერე რა?ძაღლი ყეფს,ქარავანი მიდის.არც საქართველოდან დააკლეს ყეფა და ტალახი,მაგრამ ქარავანი ყურსაც არ აპარტყუნებს და თავისი გზით მიდის.ნუ ნერვიულობთ,მეგობრებო!თუ მტერი გაავებულია,ესე იგი ყველაფერი სწორი გზით მიდის.
სოსო
26 ივნისი 2022 22:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული