"ვალენსიას" პრობლემა აქვს და მამარდაშვილს ახალ კონტრაქტს ვერ უფორმებს - "მანჩესტერმა" კი ქართველს დაურეკა და...

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ვალენსიას" გუნდის ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე პრობლემები შეექმნა.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, ჩვენებური თანახმა იყო, რომ შრომითი ხელშეკრულება 2027 წლამდე გაგრძელებულიყო და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნებოდა, თუმცა...

ჯერჯერობით, "ვალენსია" თავს იკავებს მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგლძრივებისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ფინანსური ფეირ-პლეი დაარღვიოს.

მაგალითისთვის, თუ გიო "ღამურებთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურებაც გაიზრდება, რაც გუნდში სახელფასო ჭრილს კიდევ უფრო გაზრდის.

ახლა "ვალენსიას" ფეხბურთელთა გაყიდვა ესაჭიროება. რათა
ახალი კონტრაქტებიც გააფორმოს და მოთამაშეებიც დაიმატოს, ასეთ შემთხვევაში კი ლა ლიგაში არსებულ ფინანსურ ფეირ-პლეის არ დაარღვევს.

აქვე AS წერს, რომ ამ სიტუაციას ინტერესით აკვიდება "მანჩესტერ იუნაიტედი"... დღეები გადის და მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილსა და კლუბს შორის შეთანხმება არსებობს, ახალი შრომითი ხელშეკრულება არ ფორმდება.

დღეის მდგომარეობით, ქართველის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა და მას საკმაოდ მცირე ხელფასიც აქვს. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ "წითელი ეშმაკები" მამარდაშვილს უკვე შეეხმიანნენ და პირველი კონტაქტიც დაამყარეს... AS-ის ინფორმაციისთვე თუ "იუნაიტედი" ამ ტრანსფერზე გააქტიურდა, "ვალენსია" კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ აღმოჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გიო მაგარია ბევრი რამით ბუფონს მაგონებს.
წარმატებები!
ჯორჯი
12:56 26-06-2022
0
დეხეასაც დასვავს სკამზე მალე თუ გადავიდა
ემიგრანტი
12:31 26-06-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული