"დიდი ემოცია მაჩუქეთ, მომეცით მოტივაცია..." - კვარაცხელიამ გულშემატკივარს მიმართა

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მატჩის შესვენებისას ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივარს მიმართა:

"მოგესალმებით ყველას. ცოტა მიჭირს იმიტომ, რომ არ იყო დიდი დრო ერთად გატარებული, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ, მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ. ჩვენ ერთად ყველაფერს უნდა მივაღწიოთ.

წარმატებები ბათუმის "დინამოს" ევროთასებზე. უნდა ვუგულშემატკივროთ იმიტომ, რომ ამ გუნდს ყველაფერი აქვს, მიაღწიოს იმას, რასაც ჯერ საქართველოს არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. ამიტომ წარმატებები" - განაცხადა
კვარაცხელიამ.

რაც შეეხება ხსენებულ მატჩს, პირველი ტაიმის შემდეგ ზღვისპირელები თბილისელებს 3:0-ს ამარცხებენ.

ბათუმელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანს" 6-სა (სლოვაკეთში) და 13 ივლისს (საქართველოში) შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რამდენი ჩუმად ჩაბუდებული დაბოღმილი ჰეითერი ჰყოლია ახლა ვხედავ. ვერ მალავენ თავიანთ თავებს. ფეისბუქი ხო ყველანაირი ნაგვის და ფეკალიების ამოფრვქვევის ადგილად აქციეს ქართველებმა.
თურმე ზოგი გულზე სკდებოდა გუშინ იმდენი ადამიანი რომ უკრავდა ტაშს ხვიჩას, რა დროს 21 წლის ბიჭის ასე გამოსვლა და სიტყვის წარმოთქმა არისო, ლეგენდები არ გაუცილებიათ ასეო. ჯერ ეთი პუბლიკამ მოითხოვა, რომ ბოლოჯერ გამოსულიყო ხვიჩა და ენახათ, სანაკრებოების მერე რომ არ ჩანდა მასიურად წერდა ხალხი, ასე უნდა წავიდეს რომ არ დაგვემშვიდობოსო? ერთხელ მაინ არ გამოიყვანთო? მოვიდა და დაემშვიდობა ამ ხალხს, გაითვალისწინა მათი სურვილი. ვის რაში შეეშალა ხელი, ორი წამით რომ რაღაც თქვა მიკროფონში? ხუთი წუთიც არ დახარჯულა მაგ ცერემონიაზე. გამოჩნდა, მაყურებელს მადლობა გადაუხადა და წავიდა.
პირატებმაც საჩუქარი გაუკეთეს და რაიყო ამაში ცუდი?
რას ითხოვენ ამ ბიჭისგან და რატომ არიან ყველაფერში ასე ჩასაფრებული არმესმის.
ეს დიდი სიყვარული ძალიან დიდ მეორე უკიდურესობად უჯდება და გვიჯდება ნორმალურ გულშემატკივარს. რომ არა გულშემატკივრის მოთხოვნა საერთოდ არც გამოვიდოდა, სამი თვეც არ გაუტარებია ბათუმში.
ასაკზე მანიპულირებენ, რომ პატარაა და თავში აუვარდებაო, ძალიან პრომიტიული მიზეზია იმისთვის, რომ ვინმე ყველაფერში დააჰეითო და მერე თავი დაიმშვიდო, აბა ხო არ შევაქებ, არ აუვარდეს თავშიო, თუ თავში აუვარდება და შრომას მოუკლებს ისევ მას დააკლდება, ესენი რატო იკლავენ წინასწარ ბოღმით თავს?
ეს ადამიანები ყოველთვის ზურგს უკან დარჩებიან თავიანთ ჩამპალ კლავიატურასთან, თავიანთი ჩამპალი აზრებით.
გულსასაწყვეტი ისაა, რომ დაუმსახურებლად ხვდება ამდენი ჰეითი ხვიჩას და ყველა გონებრივად ჩამორჩენილის კომენტარს ასე თუ ისე აზრი აქვს მაინც და პუბლიკა კითხულობს.
Skeleton
12:30 30-06-2022
1
შენ გვახარებ ქინქლაძის მერე და მასზე ათასჯერ უფრო მაგარი ხარ მიყვარხარ და ნამდვილი ლიდერი ხარ
გიგი
12:01 30-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული