"ქართველი დენილსონი მათ ხშირად დაამცირებს..." - ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში რუსები ეხმაურებიან

AutoSharing Option
"არ მესმის, როგორ მოახერხა ბათუმის "დინამომ" მისი უფასოდ გაფორმება. მათ რიგებში მხოლოდ ნახევარი სეზონი გაატარა და ასეთ ფასად გაასხვისა. რბილად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი არც თუ ისე სამართლიანია"

"სერია A-ს მცველები თავს ჩამოიხრჩობენ, ქართველი დენილსონი მათ ხშირად დაამცირებს"

"წარმატებები ხვიჩას "ნაპოლიში" უნიჭიერესი მოთამაშეა"

"იმედია მისი კარიერა არ აეწყობა ისე, როგორც კრასიჩის "იუვენტუსში"  და ტრავმები არ შეაწუხებს"

"ბიჭი პატარა ქვეყნიდან და მალევე იტალიურ კლუბში, ხვიჩა ნამდვილად პატივისცემას იმსახურებს, წარმატებები!

"წარმატებები ხვიჩა!, იმედია ქართული ფეხბურთი კვლავ გაძლიერდება, მადლობა დავით ყიფიანს, ვიტალი დარასელიას,
ოთარ გაბელიას, ალექსანდრე ჩივაძეს, რევაზ ჩელებაძეს, რამაზ შენგელიას, ვლადიმერ გუცაევს. მათი თამაში არასოდეს დამავიწყდება"

"არ ვფიქრობ, რომ თავიდანვე ძირითადში ათამაშებენ, ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ. ცდად ნამდვილად ღირს."

შეგახსენებთ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გუშინ გახდა, ნეაპოლურ გუნდს მისი ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი ბათუმის "დინამოში" გაატარა, მონაწილეობა ეროვნული ლიგის 11 მატჩში მიიღო, 8 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ საქმიდან ფული მხოლდ ჯუღელმა მოხსნა. ხვიჩას შეხვდება მაღალი ხელფასი (ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე),ისიც თავდაუზოგავი შრომის შედეგად.
ALONZO
00:23 03-07-2022
3
ბიჭი პატარა ქვეყნიდან ,თუ დიდი პიროვნებაა,საუკეთესო ფეხბურთელი დადგება.ბევრი გვინახავს, დიდი ქვეყნის პატარა შვილი.
Status quo
00:05 03-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული