კვირკველია უკვე ბაქოშია და "მენავთობე" გახდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია მალე "ნეფთჩის" ფეხბურთელი გახდება.

azerisport-ის ცნობით, კვირკველია ბაქოში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და უახლოეს ხანში ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

"მენავთობეები" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის "არისს" დაუპირისპირდებიან - 21 ივლისს ლარნაკაში და 28 ივლისს ბაქოში. ასე რომ, საბას ახალ გუნდში გადასვლისთანავე პირდაპირ ევროტურნირებზე ასპარეზობა მოუწევს.

ადრე ეს კლუბი თემურ ქეცბაიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ ქართველმა შემადგენლობის გასაძლიერებლად ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც რუმინელი ლაურენციო რეგეკამფი მიიწვიეს, ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს
და სეზონურ გასამრჯელოდ 480 ათასი ევრო დაუნიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საბას წარმატებები ✊
გომორძგუა მარგალეფც
04 ივლისი 2022 10:47
0
ძალიან სამწუხაროა რომ საბას ასე დაბალ დონეზე მოუწია თამაში,სულ რაღაც 3 წლის წინ ინგლისის პრემიერ ლიგაზე საუბრობდნენ და 10 მილიონსაც იხდიდნენ,მაგრამ მოხდა აუხსნელი რეგრესი, თუმცა წარმატებას ვუსურვებ,იმედია მოინდომებს და თავისი ფორმის 70% მაინც დაიბრუნებს,ვინაიდან ნაკრებში მისი იმედი გვაქვს! ცენტრალური მცველისთვის 30 წელი იდეალური ასაკია და ამ დროს,გულშემატკივრებმა, მივიღეთ ნეფჩი!
კახი
04 ივლისი 2022 09:05
1
თბილისის და ბათუმის დინამოს მესვეურებო, საბას დონის ფეხბურთელის გაშვება როგორ შეიძლებოდა? ცოტა ხანში მოიმკით თქვენი უდარდელობის ნაყოფს. თფუი, თქვენი
კოკო
04 ივლისი 2022 08:42
0
წარმატებებს გისურვებ
გიორგი
04 ივლისი 2022 03:11
0
ევროკავშირში ამ მთავრობას არ უნდა და .. იყავით აბა მასე. მაგის გამო 70% -ით ძვირია ჩვენი ფეხბურთელის ხელფასი ევროპაში...
ილია
04 ივლისი 2022 02:03
3
საერთოდ არაფერი არ შეუთავზებია არც ბათუმს და არც თბილისს.
რრრ
03 ივლისი 2022 22:36
0
СССР-მაგრად დადის!
niko
03 ივლისი 2022 22:29
4
ვერცერთი დინამო ვერ შესთავაზებდა იმდენს რამდენსც ნეფთჩი
Caruzo9
03 ივლისი 2022 22:20
5
იმდენი რა შესთავაზა ბაქომ,რომ ბათუმის დინამომ ვერ გადაუხადა? აეყვანა,ან თბილისის დინამომ...
ზურა
03 ივლისი 2022 21:49
0
საქმე იმაშია რომ თვითონ ამათმა არ შესთავაზეს არაფერი ...
bejo
03 ივლისი 2022 23:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული