საბა არველაძესთან ერთად "ჰალში"! - შოთას გუნდმა თურქებს ლობჟანიძის ტრანსფერზე ოფიციალურად მიმართა!

AutoSharing Option
"ჰათაიასპორის" სპორტული დირექტორის მოადგილე მუსტაფა ოზატმა Radyospor-თან საუბრისას განაცხადა, რომ "ჰალს", რომლის მწვრთნელიც შოთა არველაძეა, მათი ორი ფეხბურთელის დამატება სურს.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძეა. როგორც ოზატი აღნიშნავს, "ჰალმა" მათ ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

ოზატმა თქვა, რომ ეს შეთავაზება მათ დირექტორთა საბჭოში განიხილეს, თუმცა ჯერჯერობით არაა განსაზღვრული, თუ რა თანხის სანაცვლოდ შეელევიან ლობჟანიძესა და მეორე ფეხბურთელ ელ კააბს. 

ლობჟანიძის შესაძლო გადაბარგებაზე "ჰალში" ხმები ადრეც ვრცელდებოდა, ახლა კი "ვეფხვებმა" "ჰათაისპორს" ოფიციალურადაც მიმართა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
საბა ვინ არის და ეგერ სწორად გაგცა პასუხი ჩავუჯექი თურქულ სერიალს და გაიგებ ვაჟკაც .ისე მაგრად ხუმრობს
0
ამ თურქებმა რით ვერ დაადგინეს ფასი. 2 თვე გავიდა რაც პირველად დაიწერა ამაზე
ZURA70
16:52 05-07-2022
1

სიახლეები პოპულარული